გერგეთი

მყინვარი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში From Wikipedia, the free encyclopedia

გერგეთი

გერგეთი, ორწვერიხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს მწვერვალ მყინვარწვერის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე თერგის მარცხენა შენაკადის — ჩხერის სათავეში. მდინარე ჩხერის აუზში ფართობით ყველაზე დიდი მყინვარია. მისი ფართობი 6,00 კმ², ხოლო სიგრძე 8,92 კილომეტრია. მაღალი თოვლიანი ქედებით გარშემორტყმული ფირნის აუზი მდებარეობს ზღვის დონიდან დაახლოებით 3900 მ-ზე. მყინვარებს გერგეთსა და დევდარაკს გააჩნიათ საერთო ყინულგამყოფი, ამიტომ იმ მყინვარების ფართობი, რომლებიც იწყებიან ყაზბეგ-მაილის მყინვარულ პლატოზე, განისაზღვრება მიახლოებით.[2]

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ორწვერი (მრავალმნიშვნელოვანი).
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გერგეტი (მრავალმნიშვნელოვანი).
სწრაფი ფაქტები გერგეთი ...
გერგეთი
მყინვარი
მყინვარი
კოორდინატები: 42°41′02″ ჩ. გ. 44°30′10″ ა. გ.
ქვეყანა  საქართველო
ტერიტორიული ერთეული ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
ქედი ხოხის ქედი
ფართობი 6,00 კმ²
სიგრძე 8,92 კმ
ტიპი ხეობური
მდგომარეობა პულსაციური
გერგეთი — საქართველო
გერგეთი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
დახურვა

ფირნის აუზიდან მყინვარი მოედინება სამხრეთით, შემდეგ მწვერვალ ორწვერიდან უხვევს აღმოსავლეთით და ქმნის ყინულვარდნილს. ქვემოთ მყინვარის ენა თანდათან ვიწროვდება და ზღვის დონიდან 3200 მეტრზე მთავრდება. მდინარე თერგის ხეობაში მყინვარწვერის წინ კარგად მოჩანს გვერდითი და ბოლო სტადიური მორენები.[3]

მისი უმეტესი ნაწილი მოქცეულია ძველ დანგრეულ ვულკანურ კალდერაში, რომლის ჩრდილოეთ კიდეზე ამართულია მყინვარწვერის კონუსი, სამხრეთ კიდეზე — მთა ორწვერი. მასობრივი ტურიზმის ობიექტია. მასზე გადის მყინვარწვერზე ასასვლელი სამი მარშრუტი. მყინვარის მარცხენა მხარეს, 3650 მ სიმაღლეზე, ყაზბეგის მაღალმთიანი მეტეოსადგურია.[4]

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.