მთა საქართველოში, გურიის მხარეში From Wikipedia, the free encyclopedia
გადრეკილი, ლეჩქის სერი — მთა საქართველოში, გურიის მხარეში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ განშტოება ლეჩქისსერზე, მდინარე ბახვისწყლის სათავესთან. სიმაღლე ზღვის დონიდან 2505 მ. კალთები შემოსილია წიფლნარ-მუქწიწვიანი ტყეებით, თხემი და მწვერვალები — სუბალპური მდელოებით. გადრეკილი აღმართულია კურორტ ბახმაროს აღმოსავლეთით და მის ირგვლივ ერთ-ერთ უმაღლეს მთას წარმოადგენს. დამსვენებლებში მთა ცნობილია „მზის ამოსავალი გორის“ სახელწოდებით, რადგანაც გადრეკილიდან კარგად ჩანს მზის ამოსვლა.
გადრეკილი | |
---|---|
გადრეკილი | |
კოორდინატები: 41°50′59″ ჩ. გ. 42°22′04″ ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2505 მ |
ქედი | ლეჩქისსერი |
უმარტივესი მარშრუტი | ბახმაროდან |
სურათები ვიკისაწყობში |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.