Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ბულონის ალყა (იტალ. Assedio di Boulogne, ფრანგ. Siège de Boulogne) — ალყა 1544—1546 წლების იტალიურ ომებში, რომელიც ორჯერ განხორციელდა ბულონზე, პა-დე-კალეში. ბულონი გამაგრებული და დაცული იქნა როგორც ინგლისის საკუთრება საფრანგეთში 1544 წლის 14 სექტემბერსა და 1550 წლის მარტს შორის.[1]
ბულონის ალყა | |||
---|---|---|---|
იტალიური ომების ნაწილი | |||
თარიღი | 19 ივლისი — 18 სექტემბერი, 1544 | ||
მდებარეობა | ბულონი, ლა-მანში სრუტის ფრანგული სანაპირო | ||
შედეგი | ინგლისელთა გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
|
ბულონის ალყა პირველად განახორციელა ინგლისის მეფე ჰენრი VIII-მ 1544 წლის 19 ივლისსა და 18 სექტემბერს შორის მისი მესამე შემოსვლისას საფრანგეთში. ჰენრი მოტივირებული იყო ბულონის ციხესიმაგრის ასაღებად, რათა ფრანგებს ვეღარ გაეწიათ დახმარება ინგლისის მტრისთვის, შოტლანდიისთვის. 1543 ჰენრი შეეკრა კარლ V-ს — საღვთო რომის იმპერატორსა და ესპანეთის მეფეს, რომლის რომაულ-კათოლიკური ერთგულება, გარკვეული დროის განმავლობაში, გადაძალული იყო პოლიტიკური უპირატესობებით, რომელსაც იგი საფრანგეთის წინააღმდეგ ინგლისთან ალიანსში ხედავდა.
ადრეულ 1544 წელს ინგლისელთა დიდძალი ლაშქარი დაიძრა. მოგვიანებით იგი ორ ნაწილად გაიყო, ერთ-ერთი მათგანი საფოლკის ჰერცოგის ხელმძღვანელობით წავიდა სანაპირო ქალაქ ბულონისკენ და 19 ივლისს ალყა შემოარტყა მას. რამდენიმე კვირის შემდეგ ჰენრი ჩავიდა ბულონში და ხელმძღვანელობა საკუთარ თავზე აიღო. ქალაქის ქვედა ნაწილი მსუბუქად იყო გამაგრებული და მძიმე ბომბარდირების შედეგად, რომელიც აგვისტომდე გრძელდებოდა, ადვილად დაეცა. სექტემბრისთვის ქალაქის ზედა ნაწილიც დაინგრა და აღებულ იქნა, მაგრამ ცენტრალური ციხესიმაგრე კვლავ განაგრძობდა წინააღმდეგობას. ფრანგული გარნიზონების მიერ გახსნილი ცეცხლი შეუძლებელს ხდიდა ციხესიმაგრესთან მიდგომას ფეხით, ამგვარად ინგლისელები იძულებულნი გახდნენ, გაეთხარათ გვირაბები ციხესიმაგრის ქვეშ, რის შემდეგაც, 13 სექტემბერს, ფრანგები დანებდნენ.
ბულონის მეორე ალყა მოაწყვეს კარლ V-სთან დადებული ცალკე სამშვიდობო ხელშეკრულებით წახალისებულმა ფრანგებმა. ეს იყო ბოლო ომი 1542—1546 წლების იტალიური ომებიდან. დოფინის არმია მოადგა მონტრეის, რითაც აიძულა ნორფოლკის ჰერცოგი ალყა აეყარა. თავად ჰენრი VIII ინგლისში გაემგზავრა 1544 წლის სექტემბრის ბოლოსთვის, ნორფოლკისა და საფოლკის ჰერცოგებს კი ბულონის დაცვა უბრძანა.[3] არცერთი ჰერცოგი არ დაემორჩილა ბრძანებას და მეფის გამგზავრებისთანავე 4 000 კაცი დატოვეს დაპყრობილი ქალაქის დასაცავად, ხოლო ინგლისის არმიის დარჩენილი ნაწილი გამოიყვანეს კალეში.[4] ინგლისის არმია, ამჯერად უკვე მცირერიცხოვანი, კალეში აღმოჩნდა მომწყვდეული; დოფინმა, მოწინააღმდეგის გარეშე დარჩენილმა, მთელი თავისი ძალისხმევა ბულონისკენ მიმართა.[5] 9 ოქტომბერს ფრანგულმა ძალებმა თითქმის ხელში ჩაიგდეს ქალაქი, მაგრამ დამარცხდნენ, როდესაც ნაადრევად დაიწყეს ძარცვა.[6]
მომდევნო წლებში ვერც ინგლისმა და ვერც საფრანგეთმა ვერ იპოვეს ძალები ერთმანეთთან ფართომასშტაბიანი ომის საწარმოებლად. ფრანგების მცდელობები ბულონის დაკავებისა უშედეგოდ მთავრდებოდა ისევე, როგორც ინგლისელებისა ბულონისა და კალეს მიმდებარე უფრო მეტი ტერიტორიების დაკავებისა. ჰენრი ელოდა დიდ ფრანგულ ფლოტს, რომელიც არასოდეს მოსულა, შემდგომ კი ჰენრის და მისი ვაჟის სამხედრო დანაყოფები შოტლანდიასთან წარმოებულ ომებისკენ იყო მიმართული.
საბოლოოდ, ინგლისი დათანხმდა ჯარების გაყვანაზე ბულონიდან 1554 წლამდე, ქალაქი დაუბრუნდა საფრანგეთს ბულონის ხელშეკრულების საფუძველზე. საფრანგეთის მეფე ანრი II ქალაქში ფორმალურად 1550 წლის 16 მაისს შევიდა. მან იქ სამი დღე გაატარა, რა დროშიც მან მოინახულა რამდენიმე სიმაგრე და კოშკი, მოიხიბლა ბოლოდროინდელი გამაგრებითი სამუშაოებითა და ასევე ქალაქისთვის მტკნარი წყლის მიწოდების ინგლისური სქემით. ჰენრი II-მ გადაწყვიტა ინგლისური სტარ ფორტის მშენებლობის გაგრძელება. ფრანგები ასევე აღფრთოვანებულნი იყვნენ მოლის გამო, რომელსაც მათ უწოდეს „la Dunette“, და როდესაც დაასრულეს მასზე მუშაობა, ჰენრი II-მ იგი რომაულ ნამუშევრებს შეადარა.[7] ნორტ-დამ-დე-ბულონის ბაზილიკა ძლიერ დაზიანებული იყო ინგლისელთ მიერ და საჭიროებდა რესტავრაციას. ჰენრი II გადასცა ეკლესიას ღვთისმშობლის ვერცხლის ქანდაკება და ასევე დიდებულთა შემონაწირი თანხა.[8]
ბულონის პირველი ალყა ასახულია სატელევიზიო სერიალ ტიუდორების მეოთხე სეზონში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.