From Wikipedia, the free encyclopedia
ბულკიზის რაიონი (ალბ. Rrethi i Bulqizës) — ალბანეთის 36 რაიონიდან ერთ-ერთი. მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში და დიბრის ოლქის შემადგენელი ნაწილია. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ბულკიზა. 2010 წლის მონაცემებით რაიონის მოსახლეობა 28 374 ადამიანს შეადგენს. მთლიანობაში ბულკიზის რაიონი 469 კმ²-ს მოიცავს.
რაიონი | |
---|---|
ბულკიზის რაიონი Rrethi i Bulqizës | |
ქვეყანა | ალბანეთი |
ადმ. ცენტრი | Bulqizë |
კოორდინატები | 41°28′00″ ჩ. გ. 20°21′00″ ა. გ. |
ფართობი | 469 კმ² |
მოსახლეობა | 28 374 [1] კაცი (2010) |
სასაათო სარტყელი | UTC+1[2] |
რაიონი ორი მდინარის — დრინისა და დიბრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. აღმოსავლეთი საზღვარი (მაკედონიასთან) ნაწილობრივ დრინს გასდევს. ეს ნაწილი გოლობორას სახელითაა ცნობილი და მაკედონელთა სოფლებითაა დასახლებული. რაიონის ლანდშაფტი უმეტესად მაღალმთიანია. აქ მრავლადაა 2000 მეტრზე მაღალი მთები. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი დრინის ხეობაში და ბულკიზში ცხოვრობს. ბულკიზის რაიონი ცნობილია ადგილობრივი ჯიშის თხით.
ბულგიზის საბადოებში ნიკელი მოიპოვება. საბადო უმსხვილესია ალბნეთში. მოსახლეობის დიდი ნაწილი სოფლის მეურნეობითაა დაკავებული. დასახლებული პუნქტების დიდი რაოდენობა რთულად მისადგომია, განსაკუთრებით ზამთარში.
ბულკიზის რაიონი 8 მუნიციპალიტეტად იყოფა. ესენია:
მუნიციპალიტეტი | მოსახლეობა |
---|---|
ბულკიზა | 8 177 |
ფუშე ბულგიზა | 3 342 |
გორიცა | 4 214 |
მარტანეში | 1 836 |
ოსტრენი | 3 034 |
შუპენზა | 5 503 |
ტრებიშტი | 993 |
ზერქანი | 4 111 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.