Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ბორის ტრაიკოვსკი (მაკედ. Борис Трајковски; 25 ივნისი 1956, სტრუმიცა, მაკედონია — 26 თებერვალი 2004, მოსტარი, ბოსნია და ჰერცეგოვინა) — მაკედონიის პრეზიდენტი 1999–2004 წლებში.
ბორის ტრაიკოვსკი Борис Трајковски | |
მაკედონიის მე-2 პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
5 დეკემბერი, 1999 – 26 თებერვალი, 2004 | |
წინამორბედი | კირო გლიგოროვი |
მემკვიდრე | ბრანკო ცრვენკოვსკი |
დაბადებული | 25 ივნისი, 1956 სტრუმიცა, მაკედონია |
გარდაცვლილი | 26 თებერვალი, 2004 მოსტარი, ბოსნია და ჰერცეგოვინა |
მეუღლე | ვილმა ტრაიკოვსკა |
პროფესია | იურისტი |
რელიგია | პროტესტანტიზმი |
დაიბადა სოფელ მურტინოში, სტრუმიცასთან ახლოს, მეთოდისტების ოჯახში[1][2]. 1980 წელს დაამთავრა სკოპიეს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. შემდეგ მუშაობდა აშშ-ში, სადაც დაოჯახდა და გახდა მეთოდისტი მღვდელი.
1997 წლამდე მუშაობდა სკოპიეს მერიაში. 1998–1999 წლებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა. გადამწყვეტი როლი ითამაშა მოლაპარაკებებში, რომელიც ეხებოდა კოსოვოდან ალბანელი ლტოლვილების მაკედონიის ტერიტორიაზე განსახლებას. 1999 წლის 5 დეკემბერს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პრეზიდენტად აირჩიეს.
2004 წლის 26 თებერვალს პრეზიდენტის თვითმფრინავმა, რომლითაც ბორის ტრაიკოვსკი საერთაშორისო კონფერენციაზე მიფრინავდა, ბოსნია და ჰერცეგოვინის ქალაქ მოსტარის მახლობლად ჰრგუდის მთის კალთებზე, ავიაკატასტროფა განიცადა. მასთან ერთად თვითმფრინავში იმყოფებოდა ადმინისტრაციის რამდენიმე თანამშრომელი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.