From Wikipedia, the free encyclopedia
ბიძინა ჩხეიძე (დ 11 ივნისი, 1951, თბილისი) — ქართველი მსახიობი, კინორეჟისორი, საქართველოს კინემატოგრაფისთა კავშირისა და საქართველოს ხელოვნების საერთაშორისო ფედერაციის წევრი.[1] რეჟისორ რეზო ჩხეიძის შვილი.
ბიძინა ჩხეიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
11 ივნისი, 1951 თბილისი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | კინორეჟისორი |
მშობლები | მამა: რეზო ჩხეიძე |
დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის (ВГИК) სადადგმო ფაკულტეტის სარეჟისორო განყოფილება (სერგეი გერასიმოვის და თამარა მაკაროვას სახელოსნო) 1979 წელს. 1972-1979 წლებში სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში.
გადაღებული აქვს ფილმები: „დები წყვდიადში“ (ტ/ფ, ფედერიკო გარსია ლორკას პიესის მიხედვით), „მჭედელი“, „არაჩვეულებრივი რეისი“, „ბატონი ავანტიურისტები“, „რივარესი“ (ფილმი-ბალეტი, ე. ვოინიჩის რომან „კრაზანას“ მიხედვით), „საბალეტო პა“ (რევაზ ინანიშვილის მოთხრობების მიხედვით). როგორც მსახიობი, მონაწილეობს ფილმებში: „ღიმილის ბიჭები“, „გოლა“, „მაცივარში ვიღაც იჯდა“, „ჩემი ძვირფასი საყვარელი ბაბუ“, „გაჭედილები“ და თითქმის ყველა თავისივე გადაღებულ ფილმში.
დამდგმელი რეჟისორი
|
სცენარის ავტორი
|
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.