From Wikipedia, the free encyclopedia
ბესიკ ამირანაშვილი (დ. 28 აგვისტო, 1985, თბილისი) — ქართველი თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი, იურისტი.
ბესიკ ამირანაშვილი | |
სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 20 აგვისტო, 2018 |
დაბადებული | 28 აგვისტო, 1985 |
დაიბადა 1985 წლის 28 აგვისტოს. 2007 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2007-2008 წლებში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საავიაციო უშიშროების სამსახურის ინსპექტორი. 2008 წელს იყო შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი. 2008-2009 წლებში იყო შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი. 2009-2011 წლებში იყო შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი და დეტექტივ-გამომძიებელი. 2011-2012 წლებში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დუშეთის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე. 2012-2013 წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე. 2013-2014 წლებში იყო შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი. 2014-2015 წლებში იყო შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი. 2015 წელს იყო შსს-ს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსი. 2015-2016 წლებში იყო შსს-ს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი. 2018 წლიდან არის სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.