From Wikipedia, the free encyclopedia
ბეილაგანის რაიონი (აზერ. Beyləqan) — აზერბაიჯანის ერთ-ერთი რაიონი, მისი დედაქალაქია ბეილაგანი. დაარსდა 1939 წლის 24 ნოემბერს, 1939-1963 წლებში ჟდანოვის რაიონს უწოდებდნენ. 1963 წელს გაერთიანდა იმიშლის რაიონთან. სახელი „ბეილაგანი“ დაერქვა აზერბაიჯანის სსრ უზენაესი საბჭოს 1989 წლის დადგენილებით.
ადმინისტრაციული ერთეული | ||
---|---|---|
ბეილაგანის რაიონი აზერ. Beyləqan rayonu | ||
ქვეყანა | აზერბაიჯანი | |
ადმ. ცენტრი | ბეილაგანი | |
კოორდინატები | 39°44′00″ ჩ. გ. 47°34′00″ ა. გ. | |
მმართველი | Asif Aghayev | |
დაარსდა | 24 იანვარი, 1939 | |
ფართობი | 1131 კმ² | |
მოსახლეობა | 135 000 (2005) | |
სატელეფონო კოდი | 994 21 | |
საფოსტო ინდექსი | 1200 | |
საავტომობილო კოდი | 11 | |
ოფიციალური საიტი | http://www.beyleqan-ih.gov.az/ | |
| ||
დედაქალაქმა ბეილაგანმა 1966 წელს მიიღო ქალაქის სტატუსი. რაიონი მოიცავს 42 დასახლებას, მათ შორის ერთი ქალაქია, 16 დასახლებული პუნქტი და 25 სოფელი. ბეილაგანის ოლქში არის საერთო ჯამში 37 მუნიციპალიტეტი. მისი სატელეფონო კოდია (+994) 21.[1]
რაიონის სახელწოდება სხვადასხვა ისტორიულ წიგნშია ნახსენები. ერთ-ერთი მათგანი „გზები და ქვეყნები“ დაწერილია ნაილა ვალიხანლის მიერ. ძირითადი ისტორიული მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები მითითებულია ამ წიგნში. ამავდროულად, საბერძნეთიდან ბეილაგანისკენ მიმავალი მარშრუტი მიგვითითებს ამ ქალაქის მნიშვნელობაზე. წყაროების თანახმად, აბრეშუმის გზის დერბენტ-არდებილის მონაკვეთი ბეილაგანში გადიოდა. ქალაქის ვაჭრებმა კარგი ეკონომიკური მდებარეობის წყალობით ურთიერთობა დაამყარეს ჩინეთთან, ინდოეთთან, ირანთან, საქართველოსთან და ბიზანტიასთან.
ისტორიული წყაროებიდან ჩანს, რომ ბეილაგანი დაარსდა V საუკუნეში. XI საუკუნეში ქალაქი მთლიანად განადგურდა მონღოლთა დამპყრობლური ომების გამო. ბეილაგანის რეკონსტრუქცია თემურლენგის მიერ XIV საუკუნეში დაიწყო, მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ შეწყდა. ბეილაგანის ძველი ნაწილი XVI საუკუნეში დაინგრა და მას შემდეგ აღარასოდეს აღუდგენიათ.[2]
„Köppen“–ის კლიმატის კლასიფიკაციით ბეილაგანს აქვს ნახევრადმშრალი კლიმატი, ცხელი ზაფხულითა და ზომიერი ზამთრით. კლიმატის ფორმირებაში მთავარ როლს თამაშობს გეოფიზიკური მდებარეობა. ტერიტორია მუდმივად ზარალდება ციკლონებითა და ჰაერის ნაკადებით, რომლებიც მოდის ტროპიკებისა და შუა აზიის ქვეყნებიდან. საშუალო წლიური ტემპერატურა 14 °C-ია. იანვრის საშუალო ტემპერატურა 1,8 °C, ხოლო ივლისისა 26 °C-ს შეადგენს.
ფლორისათვის დამახასიათებელია ნახევრად არიდული მცენარეები. მდინარე მტკვრის სანაპირო ზოლი მცირე ფართობზე დაფარულია ვერხვით, თუთით, კვიპაროსის ხეებით და ტუგაის ტყეებით.
გაზელი, მელა, გარეული ღორი, მგელი, ნაცრისფერი კურდღელი ამ რაიონისთვის დამახასიათებელი ცხოველებია. ტუგაის ტყეებში და ჭაობიან ადგილებში ასევე გვხვდება ზღარბი, გველები, ბუები და კოდალალები. ტბორებში ბინადრობენ იხვები და თოლიები.
მცენარეების და ცხოველების მრავალი ადგილობრივი სახეობა დაცულია აღგიოლის ეროვნულ პარკში, აქ განსაკუთრებით იცავენ გადამფრენ ფრინველებს.[3]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.