From Wikipedia, the free encyclopedia
ბასკური ენა, ეუსკარული ენა (ბასკ. euskara [eus̺ˈkaɾa]) — ბასკების ენა, იზოლირებული ენაა. მისი გავრცელების არეალია ესპანეთისა და საფრანგეთის პროვინციები, რომლებიც ესაზღვრებიან ბისკაის ყურეს. მოიცავს აგრეთვე პირენეის მთების დასავლეთ ნაწილს.
ბასკური ენა ბასკ. Euskara[1] ბასკ. euskara[2] | |
ვიკისივრცე | |
ენის თარგი | {{Lang-eu}} |
ვიკისივრცეში არის ვიკიპედია — ბასკური ენა |
ბასკური ერთადერთი შემორჩენილი ენაა, რომელზეც ლაპარაკობდა სამხრეთ-დასავლეთ ევროპის მოსახლეობა ამ რეგიონის რომანიზაციამდე. ფიქრობენ, რომ ამ რეგიონში რომის ადმინისტრაციის არამყარმა მმართველობამ გადაარჩინა ბასკური დიალექტები ლათინურის ძალმომრეობისაგან. შუა საუკუნეებში, ბასკური, როგორც მეტწილად გლეხობის ენა, ვერ უწევდა კონკურენციას ლათინურს და მის მემკვიდრე სამწერლობო ენებს. X საუკუნიდან ბასკურმა ნელ-ნელა დაკარგა ძალა კასტილიურ ესპანურთან ჭიდილში. მიუხედავად ამისა, ჩრდილოეთში (ამჟამინდელი საფრანგეთი) ბასკურად მოლაპარაკე რეგიონი პრაქტიკულად ისეთივეა, როგორც XVI საუკუნეში იყო. უკანასკნელი ორი საუკუნის განმავლობაში, ბასკურ ენას უწევს ბრძოლა გადარჩენისათვის არა მარტო ინდუსტრიულ ქალაქებსა და ბასკეთის საზღვრებთან, არამედ მის შუაგულშიც.
ბასკური ენის დიალექტებია:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.