ბარინასი

From Wikipedia, the free encyclopedia

ბარინასი

ბარინასი (ესპ. Barinas) — ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ ვენესუელაში. ბარინასის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე სანტო-დომინგოს ნაპირებზე, დაბლობ ტერიტორიაზე, კორდილიერა-დე-მერიდის მთისძირში, ზღვის დონიდან დაახლოებით 188 მ სიმაღლეზე. ცნობილია როგორც ლიანოსის „დედაქალაქი“. კარაკასიდან დაშორებულია 525 კილომეტრით, ქალაქ მერიდიდან 165 კილომეტრით. 2009 წლის მონაცემებით ქალაქ ბარინასის მოსახლეობა შეადგენს 251,535 ადამიანს.

სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი
ბარინასი
Barinas
Thumb
ბარინასის ერთ-ერთი მონაკვეთი
დროშა გერბი
Thumb Thumb

ქვეყანა  ვენესუელა
შტატი ბარინასი
კოორდინატები 8°38′00″ ჩ. გ. 70°12′00″ დ. გ.
დაარსდა 1577
ფართობი 30 კვადრატული კილომეტრი
ცენტრის სიმაღლე 187±1 მეტრი
ოფიციალური ენა ესპანური ენა
მოსახლეობა 140,617 კაცი
სატელეფონო კოდი 0273
საფოსტო ინდექსი 5201
ოფიციალური საიტი [Página oficial de la Alcaldía. Página oficial de la Alcaldía.]
Thumb
დახურვა

კათედრალები, მუზეუმები და სხვა კულტურული და საგანმანათლებლო შენობა-ნაგებობები ქალაქის შუაგულშია განლაგებული. ბარინასი წარმოადგენს მესაქონლეობის რეგიონულ ცენტრს, ასევე აქ განვითარებულია შინაური საქონლის პროდუქცია. შიდა რაიონებში მოჰყავთ კაკაო და თამბაქო. არის აეროპორტი, რომლის მეშვეობით დაკავშირებულია ქვეყნის დედაქალაქ კარაკასთან.

დაარსდა 1577 წლის 30 ივნისს, როგორც ალტამირა-დე-კასერესი. ვენესუელის დამოუკიდებლობისათვის ომის მსვლელობის დროს ბარინასი იყო თავდაცვის მნიშვნელოვანი საყრდენი. ქალაქ ბარინასში ცხოვრების გარკვეული ნაწილი გაატარა ვენესუელის პირველმა პრეზიდენტმა კრისტობალ მენდოსამ. ქალაქის სახელწოდება წარმოსდგება ადგილობრივი სიტყვიდან, რომელიც იდენტიფიცერებას განიცდის ძლიერ ქართან, რომელიც უბერავს წვიმიანი სეზონის დროს მდინარე სანტო-დომინგოს ხეობიდან.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.