ბანგლადეშის გერბი
From Wikipedia, the free encyclopedia
From Wikipedia, the free encyclopedia
ბანგლადეშის გერბი — ბანგლადეშის ეროვნული სიმბოლო, დროშასთან ერთად. იგი ოქროსფერია. გერბის ცენტრში გამოსახულია წყალმცენარე ლილია, რომელიც წყლით იკვებება. ის გარსშემოვლებულია ბრინჯის თავთავებით. ლილიას თავზე ადგას ოთხი ხუთქიმიანი ვარსკვლავის ფიგურა და მათ შორის მოთავსებულია სამფოთლიანი ჯუტი. წყალმცენარე ლილია წარმოადგენს ბანგლადეშის ეროვნულ ყვავილს, რომელსაც შეხვდებით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ბრინჯის კულტურა კი არის ბანგლადეშის, როგორც აგრარული ქვეყნის და როგორც, ძირითადი საკვების სიმბოლო.
ოთხი ვარსკვლავი თავდაპირველად გადმოსცემდა 1972 წელს მიღებული ბანგლადეშის კონსტიტუციის ოთხ მთავარ პრინციპს, რომელსაც ქვეყნის კონსტიტუცია იცავდა — ნაციონალიზმს, ათეიზმს, სოციალიზმს და დემოკრატიას. ამჟამად, ისინი აღნიშნავენ ნაციონალიზმს, დემოკრატიას, ისლამურ სოციალიზმს და თავად ისლამს.[1].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.