From Wikipedia, the free encyclopedia
აჰმედ სულთან სანჯარი (თურქ. Ahmed Sultan Sencer; დ. 1086, სინჯარი — გ. 1157, მერვი) — სელჩუკთა იმპერიის უკანასკნელი სულთანი 1118-1153 ან 1157 წლებში, მალიქ-შაჰის მესამე ვაჟი.
აჰმედ სანჯარი | |
---|---|
Ahmed Sultan Sencer | |
სენჯერი 1103 წელს | |
სელჩუკთა იმპერიის მე-8 და ბოლო სულთანი | |
მმართ. დასაწყისი: | 1118 |
მმართ. დასასრული: | 1153 ან 1157 |
წინამორბედი: | მაჰმედ I |
მემკვიდრე: | იმპერია დაიშალა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1086 |
დაბ. ადგილი: | სინჯარი, სელჩუკთა სახელმწიფო, თანამედროვე ერაყი |
გარდ. თარიღი: | 1157 |
გარდ. ადგილი: | მერვი, სელჩუკთა სახელმწიფო, თანამედროვე თურქმენეთი |
მეუღლე: |
თურქან ხათუნი რუსუდან ხათუნი |
შვილები: |
გუჰარ ნესერ ხათუნი ამირ სითი ხათუნი |
დინასტია: | სელჩუკები |
მამა: | მალიქ-შაჰი |
რელიგია: | ისლამი, სუნიზმი |
ტახტზე ასვლამდე მონაწილეობდა შიდა ომში და მართავდა ხორასანს. 1118 წელს მისი უფროსი ძმა, მაჰმედ I გარდაიცვალა და დროებით, ბაღდადისა და ირანის ტახტი დაიკავა მისმა ვაჟმა, მაჰმუდ II-მ , მაგრამ იმავე წელს, თათრული სახანოების მხარდაჭერით აჰმედ სენჯერმა დაამარცხა თავისი ძმისშვილი ბაღდადის ბრძოლაში და სელჩუკთა იმპერიის სულთნის ტიტული მიიღო.
მისი მმართველობა დაიწყო სახელმწიფოს არასტაბილურობითა და ეკონომიკური დაღმასვლით. ჯვაროსნული ლაშქრობები თურქებისთვის წარუმატებლად მიმდინარეობდა, 1121 წელს, ქართველებთან დიდგორის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ კი საქართველოს სამეფო საბოლოოდ გამოეყო მათ. ამას დაემატა 1123-1124 წლებში დავით აღმაშენებლის მიერ სომხეთის თურქებისგან გაწმენდვაც.
დასავლეთის ქვეყნებისგან განსხვავებით, აჰმად სანჯარმა აღმოსავლეთით, კერძოდ შუა აზიის ქვეყნებზე მოახერხა კონტროლის დამყარება. აქტიურად ებრძოდა და დევნიდა ასასინებს. 1141 წელს თავს დაესხა ყარა-კიტაის ტერიტორიებს. 1142 წელს სამარყანდი აიღო. ის ეწეოდა ისლამურ პოლიტიკას და სასტიკად უსწორდებოდა არამუსლიმ მოსახლეობას.
1150-იან წლებში სელჩუკთა სახელმწიფო საგრძნობლად დაასუსტა ოღუზი თურქების შემოსევებმა. 1153 წელს, ერთ-ერთი შემოსევის დროს, მათ მოახერხეს აჰმედ სენჯერის შეპყრობა და ტყვედ წაყვანა მერვში. სანამ ის ტყვეობაში იყო, ოღუზებმა გაძარცვეს და დაარბიეს ნიშაბური. 1157 წელს, აჰმედ სენჯერი, 71 წლის ასაკში გარდაიცვალა და დაკრძალეს მერვში. მის შემდეგ სელჩუკთა იმპერია საბოლოოდ დაიშალა. მოგვიანებით, 1221 წელს, სენჯერის აკლდამა მონღოლებმა გაანადგურეს ხვარაზმის დალაშქვრის დროს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.