From Wikipedia, the free encyclopedia
ახალქალაქის მაზრა (რუს. Ахалкалакский уезд) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული რუსეთის იმპერიაში. შეიქმნა 1874 წელს (გამოეყო ახალციხის მაზრას). ადმინისტრაციული ცენტრი — ახალქალაქი, მოიცავდა ახლანდელ ახალქალაქის, ნინოწმინდის და ნაწილობრივ ასპინძის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებს. ახალქალაქის მაზრა გაუქმდა 1930 წელს.
ფართობი — 2739 კმ² (1905), დასახლებული პუნქტი — 111, მოსახლეობა — 84,2 ათ. კაცი (1906) — ქართველები, სომხები, ბერძნები, ქურთები და სხვები. ქართველების ხვედრითი წონა აქ ჯერ კიდევ რუსეთ-ოსმალეთის 1828-1829 ომის დროს შემცირდა, შემდგომში რუსეთის იმპერიის კოლონიზატორული პოლიტიკის შედეგად კიდევ უფრო იკლო. მუსლიმ ქართველთა დიდი ნაწილი ოსმალეთში გადასახლდა. მათ ადგილზე ჩამოსახლდნენ თურქეთიდან დევნილი ქრისტიანი სომხები, ბერძნები და სხვები. 1917 წლისთვის მაზრის მოსახლეობა აღემატებოდა 100 ათასს, მათ შორის ქართველები – დაახლოებით 22 ათასი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.