From Wikipedia, the free encyclopedia
აბუ ბაქრ აბდულ კარიმ ატ-ტაი (არაბ. أبو بكر عبد الكريم الطائع; დ. 932 — გ. 3 აგვისტო, 1003) — აბასიანთა სახალიფოს ხალიფა 974–991 წლებში.
ატ-ტაი დაიბადა 932 წელს. მისი მამა იყო ხალიფა ალ-მუტი, დედა კი მხევალი ჰეზარი. 974 წელს, როდესაც ატ-ტაი 43 წლის იყო, მამამისი ტახტიდან გადადგა მის სასარგებლოდ.[1]
ატ-ტაის, ისევე, როგორც მამამისის მმართველობისას, აბასიანთა პრესტიჟი იმდენად დაეცა, რომ 991 წელს უკმაყოფილო ბრბომ ხალიფას სასახლეც კი გაძარცვა. საბოლოოდ ატ-ტაი აიძულეს ტახტიდან გადამდგარიყო ალ-კადირის სასარგებლოდ, თუმცა უფლება მისცეს სასახლეში დარჩენილიყო, სადაც გარდაიცვალა კიდევაც 1003 წელს.[2]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.