არდაშირ I

From Wikipedia, the free encyclopedia

არდაშირ I

არდაშირ I (სპარს. اردشیر بابکان; დ. დაახლოებით 180 — გ. 22 სექტემბერი, 239, სხვა ცნობებით 241) — სასანიანთა იმპერიიის ფუძემდებელი და მისი პირველი შაჰინშაჰი 226–241 წლებში, მისი პაპა — ანაჰიტას ტაძრის ქურუმი იყო. არდაშირ I ემსახურებოდა პარტელთა მეფე არტაბან V-ს (209–224) , შემდეგ ფარსის წარჩინებულთა და ქურუმთა მხარდაჭერით აუჯანყდა მას, 224 წლის 28 აპრილს მოიპოვა გამარჯვება და ბოლო მოუღო არშაკიდთა პართულ დინასტიას.

სწრაფი ფაქტები სასანიდური ირანის პირველი შაჰინშაჰი, მმართ. დასაწყისი: ...
არდაშირ I
اردشیر بابکان
Thumb
სასანიდური ირანის პირველი შაჰინშაჰი
მმართ. დასაწყისი: 226
მმართ. დასასრული: 239 ან 241
წინამორბედი: თანამდებობა დაარსდა
მემკვიდრე: შაპურ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 180
დაბ. ადგილი: თირუდა, ფარსი
გარდ. თარიღი: 241
დინასტია: სასანიანები
მამა: რაპაქი
დედა: როდჰაქი
რელიგია: ზოროასტრიზმი
დახურვა
Thumb
რელიეფი არდაშირის გამოსახულებით

არდაშირ I-მა 226 წელს დააარსა სასანიანთა სახელმწიფო და მიიღო შაჰინშაჰის (მეფეთმეფის) ტიტული. შემოიმტკიცა არშაკიდთა იმპერიის თითქმის ყველა სამფლობელო, რომელთაც შემდეგ მიუმატა ხორასანი, სისტანი, მიდია, სომხეთის ნაწილი და სხვა. ომები გადაიხადა რომთან სომხეთისა და მესოპოტამიისათვის. ცდილობდა აღედგინა აქემენიდთა ტრადიციები როგორც რელიგიურ, ისე კულტურულ-სახელმწიფოებრივ სფეროში.

ლიტერატურა

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.