From Wikipedia, the free encyclopedia
აჟდააკი (სომხ. Աժդահակ) — მთა სამხრეთ კავკასიის ვულკანურ მთიანეთში, სომხეთში, სევანის ტბის დასავლეთით. გეღამის ქედის უმაღლესი წერტილი. სიმაღლე 3597,3 მ. ჩამქრალი ვულკანია. მწვერვალზე კრატერია, რომელიც ტბითაა დაკავებული. აჟდააკის რთული შლაკური კონუსი წარმოადგენს მსხვილ წაკვეთილ ნაგებობას, რომლის დიამეტრია 1600 მ, სიმაღლე 370 მ. ვულკანის ლავების საერთო ფართობია დაახლოებით 8 კმ². კონუსი აგებულია შლაკით, ლაპილებით, ქვიშებით, ფერფლით და სხვა.
აჟდააკი | |
---|---|
კოორდინატები: 40°13′32″ ჩ. გ. 44°56′50″ ა. გ. | |
ქვეყანა | სომხეთი |
სიმაღლე | 3597,3 მ |
ქედი | გეღამის ქედი |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.