ქართველი ეთნოგრაფი და გეოგრაფი From Wikipedia, the free encyclopedia
ანტონ თვალჭრელიძე (დ. 23 იანვარი, 1854 — გ. 2 ივნისი, 1930, ციხისძირი) — ქართველი პედაგოგი, მეცნიერ-მკვლევარი, ეთნოგრაფი, გეოგრაფი.
ანტონ თვალჭრელიძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 23 იანვარი, 1854 |
დაბ. ადგილი | ცახი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდ. თარიღი | 2 ივნისი, 1930 (76 წლის) |
გარდ. ადგილი | ციხისძირი |
მოქალაქეობა | საქართველო |
საქმიანობა | ეთნოგრაფი, გეოგრაფი, მასწავლებელი და local historian |
ალმა-მატერი | თბილისის ალექსანდრე II სახელობის სამასწავლებლო ინსტიტუტი |
შვილ(ებ)ი | ალექსანდრე თვალჭრელიძე |
ჯილდოები | წმინდა ვლადიმერის ორდენი, წმინდა ანას ორდენი და წმინდა სტანისლავის ორდენი |
სამეცნიერო სფერო | გეოგრაფი |
1876 წელს ვერცხლის მედალზე დაამთავრა თბილისში ალექსანდრეს სახელობის სამასწავლებლო ინსტიტუტი. 1880 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას სტავროპოლის მხარეში. მოგვიანებით დაბრუნდა სამშობლოში. იგი 1918 წლის 13 სექტემბრიდან, ქართული უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, დაინიშნა ახლად გახსნილი უნივერსიტეტის პირველ კომენდანტად, მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, დაიწყო უნივერსიტეტის ბაღის გაშენება. რამდენიმე წელში იგი საცხოვრებლად გადავიდა ციხისძირში, სადაც აქტიურად მონაწილეობდა ბათუმის ბოტანიკური ბაღის გაშენების საქმეში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.