From Wikipedia, the free encyclopedia
ალ-ნასირ ლი-დინ ალლაჰი (არაბ. الناصر لدين الله; დ. 1158 — გ. 2/6 ოქტომბერი, 1225) — აბასიანთა სახალიფოს ხალიფა 1180-1225 წლებში. მისი წინამორბედის, ალ-მუსთადის ვაჟი. მან სცადა აღედგინა სახალიფოს პირვანდელი დომინანტური როლი და ამ საქმეში საოცარ წარმატებებს მიაღწია, მიუხედავად იმისა, რომ სახალიფო, ფაქტობრივად, უკვე დიდი ხნის განმავლობაში სხვა დინასტიებს ექვემდებარებოდა. ალ-ნასირმა საკუთარი გავლენა გაავრცელა არა მხოლოდ სახალიფოს დედაქალაქ ბაღდადზე, არამედ შუამდინარეთსა და სპარსეთზეც, ამიტომ ისტორიკოსები მას უკანასკნელ ეფექტურ აბასიან ხალიფად მიიჩნევენ. მისი ხანგრძლივი, 45 წლიანი მმართველობის განმავლობაში, ბაღდადში სიმშვიდე დამყარდა, სწავლა-განათლება და კულტურული ცხოვრება კი გამოცოცხლდა.
ალ-ნასირ ლი-დინ ალლაჰი | |
---|---|
الناصر لدين الله | |
აბასიანთა სახალიფოს ხალიფა | |
მმართ. დასაწყისი: | 1180 |
მმართ. დასასრული: | 1225 |
წინამორბედი: | ალ-მუსთადი |
მემკვიდრე: | აზ-ზაჰირი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1158 |
გარდ. თარიღი: | 2/6 ოქტომბერი, 1225 |
დინასტია: | აბასიანები |
სიცოცხლის უკანასკნელი სამი წელი ალ-ნასირი პარალიზებული და თითქმის ბრმა იყო, გარადცვალებამდე ოცი დღის განმავლობაში კი დიზენტერიით იტანჯებოდა.[1]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.