Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ალ-აინი (არაბ. العين) სიმწვანის გამო აგრეთვე ცნობილი როგორც ქალაქი-ბაღი — მეოთხე უდიდესი ქალაქი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და სიდიდით მეორე აბუ-დაბის საამიროში. 2009 წლის მონაცემემებით მისი მოსახლეობა 374 000 ადამიანს შეადგენს. მდებარეობს დედაქალაქ აბუ-დაბიდან 160 კმ-ით აღმოსავლეთით და დუბაიდან 120 კმ-ით სამხრეთით. ალ-აინში დაიბადა საიდ იბნ სულტან ალ-ნაჰაიანი — არაბთა გაერთიანებული საამიროების პირველი პრეზიდენტი.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ალ-აინი العين | |||
| |||
ქვეყანა | არაბთა გაერთიანებული საამიროები | ||
კოორდინატები | 24°12′27″ ჩ. გ. 55°44′41″ ა. გ. | ||
ცენტრის სიმაღლე | 292 მეტრი | ||
ოფიციალური ენა | არაბული ენა | ||
მოსახლეობა | 374 000 კაცი (2009) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||
ოფიციალური საიტი | https://www.dmt.gov.ae/aam | ||
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1343 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ალ-აინი გაშენებულია ომანთან საზღვრის სიახლოვეს, ბურაიმის ოაზისში. იგი ქვეყნის ერთადერთი მსხვილი ქალაქია, რომელიც ზღვის სანაპიროსგან მოშორებით მდებარეობს. აბუ-დაბის, ალ-აინისა და დუბაის დამაკავშირებელი ჩქაროსნული ავტომაგისტრალები ქვეყნის ცენტრში ქმნიან გეოგრაფიულ სამკუთხედს; თითოეული ეს ქალაქი მეორეს დაახლოებით 130 კმ-იანი გზით უკავშირდება.
ქალაქში მოქმედებს უნივერსიტეტი.
ალ-აინის ღირსშესანიშნაობებს შორისაა ზოოპარკი, რომელიც უდიდესია მთელს ქვეყანაში, გასართობი პარკი „Hili Fun City“, ისტორიული მუზეუმები, ციხე-სიმაგრეები, მრავალი პარკი, ბაღი და რეკრეაციული ზონა, მათ შორის ჯებელ-ჰაფიტის მთა, რომელზეც 1 კმ სიმაღლეზე მიემართება დაკლაკნილი საავტომობილო გზა (სერპატინი). მთის ძირშიც გამოედინება მინერალური წყაროები.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.