Remove ads
კანადელი ფეხბურთელი From Wikipedia, the free encyclopedia
ალფონსო ბოილ დეივისი (ინგლ. Alphonso Boyle Davies; დ. 2 ნოემბერი, 2000) — კანადელი პროფესიონალი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს მარცხენა მცველის და გარემარბის პოზიციაზე მიუნხენის „ბაიერნსა“ და კანადის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში. იგი არის პირველი MLS-ის ფეხბურთელი, რომელმაც იქ ითამაშა როგორც დაბადებულმა 2000-იანებში. 2019 წლის იანვარში „ვანკუვერ უაიტკეპიდან“ გადავიდა მიუნხენის „ბაიერნში“ და გუნდთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
დევისი „ბაიერნის“ რიგებში 2022 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ალფონსო ბოილ დებისი | ||
დაბადების თარიღი | 2 ნოემბერი, 2000 | ||
დაბადების ადგილი | ბუდუბურამი, განა | ||
სიმაღლე | 183 სმ | ||
სათამაშო პოზიცია |
მარცხენა მცველი გარემარბი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ბაიერნი | ||
ნომერი | 19 | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2016 | ვაითკეპს 2 | 11 | (2) |
2016–2018 | ვანკუვერ ვაითკეპსი | 65 | (8) |
2019–2024 | ბაიერნი | 135 | (8) |
2024– | რეალ მადრიდი | 0 | (0) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2017– | კანადა | 52 | (15) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 18 მაისი, 2024 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 10 ივლისი, 2024 |
დეივისი დაიბადა ბუდუბურამში, განაში, გომოას აღმოსავლეთ რაიონში. მისი მშობლები ცხოვრობდნენ ლიბერიაში, თუმცა როდესაც დეივისი ხუთი წლის იყო, ლიბერიაში სამოქალაქო ომი დაიწყო. მისი ოჯახიც გადმოსახლდა კანადაში და დასახლდა უინძორში, ონტარიოში, ერთი წლის შემდეგ კი ედმონტონში. 2017 წლის 6 ივნისს ოფიციალურად მიიღო კანადის მოქალაქეობა.
„ედმონტონ ინთერნეიშენალასა“ და „ედმონტონ სტრაიკერსში“ თამაშის შემდეგ, 2015 წელს იგი გადავიდა „უაიტკეპს რეზიდენსი“-ში.[1]
გუნდში გადასვლის შემდეგ, 2016 წელს მიიღო მონაწილეობა MLS-ის პრე-სეზონის ტურში. იგი მეორე გუნდში გადავიდა 2016 წლის 23 თებერვალს, მისი პროფესიონალური დებიუტი შედგა, როდესაც ის იყო 15 წლისა და 5 თვის, 2016 წლის აპრილში. 2016 წლის 15 მაისს მან გაიტანა პირველი გოლი თავის კარიერაში და გახდა ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი USL-ის ისტორიაში. 2016 წლის სეზონში ითამაშა 11 შეხვედრა.[2]
იგი დასახელდა გუნდის განაცხადში 2016 წლის კანადის ჩემპიონატის დროს და გაუფორმდა კონტრაქტი, ეს მოხდა 2016 წლის 1 ივნისს. მისი დებიუტი შედგა „ოტავა ფარის“ წინააღმდეგ. მან მოედანზე 45 წუთი გაატარა (ჩაერთო მეორე ტაიმში).[3]
2016 წლის 15 ივლისს გაახანგრძლივა კონტრაქტი 2018 წლამდე. ამ დროისთვის ის იყო ყველაზე ახალგაზრდა MLS-ის ფეხბურთელი და მესამე (ყველაზე ახალგაზრდა) მათ შორის, ვინც კონტრაქტი გააფორმა ამ ლიგის კლუბთან. იგი არის მეორე ადგილზე (ახალგაზრდა) ამ ლიგის დებიუტანტებს შორის. დეივისის დებიუტი შედგა 2016 წლის 16 ივლისს, 2016-17 წლებში გაიტანა თავისი პირველი გოლი კონკაკაფის ჩემპიონთა ლიგაზე, „სპორტინგ კანზას სიტის“ წინააღმდეგ.[4]
მისით მალევე დაინტერესდნენ ევროპული გრანდები: „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ჩელსი“ და „ლივერპული“. 2017 წელს იგი დასახელდა მსოფლიოს 60 საუკეთესო ტალანტს შორის. იგი დასახელდა გუნდის წლის ფეხბურთელად.[5]
2018 წლის 25 ივლისს გადაწყდა მისი გადასვლა ბაიერნში, გუნდმა იგი შეიძინა 13 მილიონ ევროდ.[6]
მისი დებიუტი ნაკრებში შედგა კურასაოს წინააღმდეგ, იასპარეზა 2017 წლის ოქროს თასზე, ტურნირზე კი ორი გოლი გაიტანა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.