ალიაბადი (ზაქათალა)

From Wikipedia, the free encyclopedia

ალიაბადი (ზაქათალა)

ალიაბადი (აზერ. Əliabad) — დაბა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ზაქათალის რაიონში, ისტორიული ჰერეთის მიწაზე, საქართველოს საზღვართან ახლოს. რაიონული ცენტრიდან დაშორებულია 18 კმ-ით. 2008 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 9200 კაცი[1] სოფელი ძირითადად ეთნიკური ქართველებით არის დასახლებული.[2]

სწრაფი ფაქტები დაბა, ქვეყანა ...
დახურვა

ისტორია

ალიაბადის ისტორიული სახელწოდება არის ელისენი.[3]XX საუკუნის დასაწყისში ალიაბადის მოსახლეობა შეადგენდა 4351 ადამიანს. ცხოვრობდნენ მუსლიმი ინგილოები. მოქმედებდა მეჩეთი.[4] 1918-1921 წლებში ალიაბადი ზაქათალის ოკრგუში შედიოდა და იყო სადავო საქართველოს და აზერბაიჯანის დემოკრატიულ რესპუბლიკებს შორის. 1921 წელს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დანარჩენ საინგილოსთან ერთად გადაეცა აზერბაიჯანის სსრ-ს[5][6]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.