From Wikipedia, the free encyclopedia
ალექსანდერ იუჰან იალმარ სკარშგორდი (შვედ.: Alexander Johan Hjalmar Skarsgård; დ. 25 აგვისტო, 1976, სტოკჰოლმი, შვედეთი) — შვედი მსახიობი. სახელი გაითქვა როლებით შემდეგ ფილმებში მკვლელების თაობა (2008 წ.) — მინისერიალი, ნამდვილი სისხლი — სატელევიზიო სერიალი (2008–2014 წწ.), Big Little Lies (2017–2019 წწ.). ისეთ ფილმებში შესრულებული როლებისთვის, როგორებიცაა Melancholia (2011 წ.), ლეგენდა ტარზანზე (2016 წ.) და ომის შედეგები (2019 წ.) წარდგენილი იყო ემის, ოქროს გლობუსისა და კინომსახიობთა გილდიის ჯილდოს ნომინაციებზე.
ალექსანდერ სკარშგორდი 1976 წლის 25 აგვისტოს სტოკჰოლმში დაიბადა. დედამისი, მიუ გიუნთერი ექიმია, მამა, სტელან სკარშგორდი კი — მსახიობი. ალექსანდერ სკარშგორდს ოთხი ღვიძლი ძმა ჰყავს — გუსტაფი (დ. 1980), ბილი (დ. 1990), ასევე მსახიობები, სემი (დ. 1982), ვალტერი (დ. 1995), და ერთი და ელია (დ. 1992), ამას გარდა, ორი ნახევარძმა — ოსიანი (დ. 2009) და კოლბეინი (დ. 2012).
ფილმებში მონაწილეობა საკმაოდ ადრეულ, 8 წლის ასაკში დაიწყო. პირველად ფილმში ოკე და მისი სამყარო გადაიღეს. 1989 წელს სამსახიობო კარიერაზე უარი თქვა და სტოკჰოლმში არქიტექტურის შესწავლა გადაწყვიტა.
წლების შემდეგ სკარშგორდი პოლიტოლოგიით დაინტერესდა. 19 წლისა შვედეთის სამხედრო-საზღვაო ძალებში ჩაეწერა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გასავლელად, სადაც სტოკჰოლმის არქიპელაგში, ბერგის სამხედრო ბაზაზე (შვედ. Berga örlogsskolor) 14 თვე ანტიტერორისტულ და ანტიდივერსიულ დანაყოფში მსახურობდა.
სამხედრო სამსახურის გავლისას ალექსანდერმა გადაწყვიტა, სამსახიობო საქმიანობას დაბრუნებოდა. 1996 წელს დიდ ბრიტანეთში, ქალაქ ლიდსში გაემგზავრა, სადაც უნივერსიტეტში ინგლისური ენის დაუფლება დაიწყო.
1997 წელს გადავიდა აშშ-ში და კოლეჯ „მერიმაუნთ მანჰეთენში“ სამსახიობო ხელოვნების დახვეწას მიჰყო ხელი, თუმცა მალევე დაბრუნდა სამშობლოში. 2011 წლის 20 ივლისს ლიდსის უნივერსიტეტში დაასრულა სწავლა და ხელოვნების დოქტორის ხარისხი მიიღო.
წელი | სათაური | როლი | შენიშვნები |
---|---|---|---|
1984 | აკე და მისი სამყარო | Kalle Nubb | |
1989 | ძაღლი, რომელიც იღიმებოდა | Jojjo | |
1999 | ბედნიერი დასასრული | Bamse Viktorsson | |
2000 | მყვინთავი | Ingmar | |
თეთრი წყლის მღელვარება | Anders | ||
შუშის ფრთები | Johan | ||
2001 | ფრანები ჰელსინკის თავზე | Robin Åström | |
ზულენდერი | Meekus | ||
2002 | ძაღლის ოინი | Robinson-Micke | |
2003 | ბავშვის მოკვლა | – | მოკლემეტრაჟიანი; co-director with Björne Larson |
2004 | გულისცემა | The Pilot | მოკლემეტრაჟიანი |
2005 | ორმაგი ცვლა | Nisse | |
სარას შესახებ | Kalle Öberg | ||
2006 | უკანასკნელი წვეთი | Lt. Jergen Voller | |
არასოდეს იყო ჩემი | Christopher | ||
დახოცეთ თქვენი ძვირფასები | Geert | ||
ანგარიში | Micke | ||
გასასვლელი | Fabian von Klerking | ||
2007 | Järnets änglar | Stefan | |
2009 | მეტროპია | Stefan (voice) | |
პოლუსს მიღმა | Terje | ||
2010 | მერწმუნე | Alex | |
მუმინები და კომეტაზე ნადირობა | Moomintroll (voice) | ||
13 | Jack | ||
2011 | ჩალის ძაღლები | Charlie Venner | |
მელანქოლია | Michael | ||
2012 | ჯავშნოსანი | Commander Stone Hopper | |
რაც მესიმ იცოდა | Lincoln | ||
კავშირი არ არის | Derek Hull | ||
2013 | აღმოსავლეთი | Benji | |
2014 | დამრიგებელი | Jonas' Father | |
2015 | დამალული | Ray | |
მოზარდი გოგონას დღიურიl | Monroe Rutherford | ||
2016 | ზულენდერი 2 | Adam | Cameo |
ყველას ომი | Terry Monroe | ||
ლეგენდა ტარზანზე | Tarzan / John Clayton | ||
2018 | მუნჯი | Leo Beiler | |
პროექტი კოლიბრი | Anton Zaleski | ||
შეაკავე სიბნელე | Vernon Sloane | ||
2019 | ომის შედეგები | Stefan Lubert | |
არასწორი წყვილი | Prime Minister James Steward | ||
მკვლელი რაზმი | Sergeant Deeks | ||
2020 | Passing | John | მონტაჟდება |
2021 | გოძილა კონგის წინააღმდეგ | მონტაჟდება | |
TBA | სკანდინავიელი | იღებენ |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.