![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/cf/IMO_8813075_Northumberland_%252804%2529.jpg/640px-IMO_8813075_Northumberland_%252804%2529.jpg&w=640&q=50)
Zodiac Maritime Agencies
From Wikipedia, the free encyclopedia
Zodiac Maritime Agencies — გემების მენეჯმენტის საერთაშორისო კომპანია. ამავე დროს, იგი გემების უმსხვილესი მფლობელია, რომლებსაც ის ხშირად აქირავებს.[1] კომპანიას ფლობს ოფერების ოჯახი, რომლებიც წარმოშობით ისრაელიდან არიან.[2] ზოდიაქს ეკუთვნოდა გაერთიანებული სამეფოს დროშის ქვეშ მცურავი საკონტეინერო გემი MSC Napoli, რომელსაც ინგლისის არხში უბედური შემთვევა გადახდა.[3][4] 2009 წლის ბოლოს და 2010 წლის დასაწყისში, კომპანიის ორი გემი (St James Park და Asian Glory) სომალელმა მეკობრეებმა დაატყვევეს.[5]
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/cf/IMO_8813075_Northumberland_%2804%29.jpg/640px-IMO_8813075_Northumberland_%2804%29.jpg)