![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/19/Zilog_Z80.jpg/640px-Zilog_Z80.jpg&w=640&q=50)
Zilog Z80
From Wikipedia, the free encyclopedia
Zilog Z80 — 8 ბიტიანი მიკროპროცესორი, შექმნილი კომპანია Zilog-ის მიერ 1976 წელს. მისი შექმნის იდეა ჯერ კიდევ 1974 წელს Zilog-ის დამფუძნებელს, ფედერიკო ფაჯინის გაუჩნდა. ის ფართოდ გამოიყენებოდა პერსონალურ კომპიუტერებსა და სამხედრო სისტემებში. 1970-იან და 1980-იანი წლების შუა პერიოდში Z80 6502-თან ერთად დომინირებდა სახლის კომპიუტერებში.[1][2] Z80 და მისი მემკვიდრეები წარმოადგენენ ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ მიკროპროცესორების ოჯახს. Zilog-ის ლიცენზიის საფუძველზე, სხვადასხვა კომპანიები აწარმოებდნენ Z80-ის ანალოგებს, რომელთა შორისაც იყვნენ: Mostek, SGS, NEC, Sharp, Toshiba, National Semiconductor,[3] Hitachi და სხვები. ზოგიერთი კომპანია, ძირითადად ევროპაში, აწარმოებდა Z80-ის ანალოგებს, თუმცა არ გააჩნდა ოფიციალური ლიცენზია.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/19/Zilog_Z80.jpg/320px-Zilog_Z80.jpg)