ფრანც ქსავერ ფონ ვულფენი (გერმ. Franz Xaver von Wulfen; დ. 5 ნოემბერი, 1728 — გ. 16 მარტი, 1805) — ავსტრიელი იეზუიტი, მღვდელი,[3] ბოტანიკოსი, მინერალოგი და ზოოლოგი. შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის წევრი.

სწრაფი ფაქტები ფრანც ქსავერ ფონ ვულფენი, დაბ. თარიღი ...
ფრანც ქსავერ ფონ ვულფენი
Thumb
დაბ. თარიღი 5 ნოემბერი, 1728(1728-11-05)[1] [2]
დაბ. ადგილი ბელგრადი
გარდ. თარიღი 16 მარტი, 1805(1805-03-16)[1] (76 წლის)
გარდ. ადგილი კლაგენფურტი
მოქალაქეობა  საღვთო რომის იმპერია
საქმიანობა ბოტანიკოსი[1] [2] , ფიზიკოსი, მათემატიკოსი, ზოოლოგი, მიკოლოგი და მინერალოგი
მუშაობის ადგილი ტერეზიანის სამხედრო აკადემია
ხელმოწერა Thumb
დახურვა

ცნობილი გახდა მცენარის, Wulfenia carinthiaca-ისა და მისი სახელობის მინერალის, ვულფენიტის აღმოჩენით. ვულფენის სტანდარტული საავტორო ბოტანიკური შემოკლებაა Wulfen.

ბიოგრაფია

დაიბადა 1728 წლის 5 ნოემბერს ბელგრადში, ფელდმარშალ-ლეიტენანტის კრისტიან ფრიდრიხ ფონ ვულფენის ოჯახში.[4]

სწავლის დამთავრების შემდეგ, 1745 წელს შეუერთდა იეზუიტთა ორდენს. იგი ეუფლებოდა ფილოსოფიას, მათემატიკასა და თეოლოგიას. 1755 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას ევროპის რამდენიმე ქალაქში (გორიცია, ვენა და ლუბლიანა).

იეზუიტთა ორდენის დაშლის შემდეგ, 1773 წლიდან ვულფენი სამეცნიერო საქმიანობით იყო დაკავებული. თვალსაჩინოა მისი წვლილი ბოტანიკასა და მინერალოგიაში. 1797 წელს მისი კოლექციის უდიდესი ნაწილი ფრანგი ოკუპანტების მიერ იქნა გაძარცვული.

ვულფენი იყო შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ასევე ბერლინის ერლანგენის, იენის, გეტინგენის, კლაგენფურტის და სტოკჰოლმის სამეცნიერო საზოგადოებებისა და მეცნიერებათა აკადემიების წევრი.

სამეცნიერო საქმიანობა

Thumb
ვულფენიტი
Thumb
Primula glutinosa
Thumb
Wulfenia carinthiaca

ვულფენის კვლევის ძირითად საგანს აღმოსავლეთის ალპების ფლორა წარმოადგენდა. მან აღწერა რამდენიმე ახალი სახეობის მცენარე, როგორც ყვავილოვანი, ასევე კრიპტოგამები, განსაკუთრებით კი — ლიქენები. იგი ხშირად მოგზაურობდა ადრიატიკის გარშემო, ასევე ხშირად სტუმრობდა ნიდერლანდებს.

რაც შეეხება მის წვლილს მინერალოგიაში, ვულფენის მიერ აღმოჩენილ ყვითელი ტყვიის მადანს მის პატივსაცემად ვულფენიტი ეწოდა.[5][6]

ვულფენის მიერ პირველად აღწერილი ალპური მცენარეები:

  • Wulfenia carinthiaca
  • Campanula zoysii
  • Primula glutinosa
  • Saxifraga moschata
  • Androsace chamaejasme
  • Achillea moschata

ადრიატიკის წყალმცენარეები:

  • Ulva stellata, ახლა Anadyomene stellata (Wulfen) C. Agardh
  • Fucus musciformis, ახლა Hypnea musciformis (Wulfen) J.V.Lamour
  • Fucus filamentosus, ახლა Spyridia filamentosa (Wulfen) Harv.
  • Fucus simplex, ახლა Digenea simplex (Wulfen) C. Agardh

ნამუშევრები

  • Plantae rariores carinthiacae. In: Miscellanea austriaca ad botanicam, chemiam et historiam naturalem spectantia, hrsg. von N. J. Jacquin, Vol. 1 (1778) S. 147-163 und Vol. 2 (1781) S. 25-183.
  • Abhandlung vom Kärntner Bleispate, 1785
  • Plantae rariores carinthiacae. In: Collectanea as botanicam, chemiam et historiam naturalem, hrsg. von N. J. Jacquin, Vol. I (1786) S. 186-364, Vol. II (1788) S. 112-234, Vol. III (1789) S. 3-166, Vol. IV (1790) S. 227-348.
  • Descriptiones Quorumdam Capensium Insectorum, 1786 (Digitalisat)
  • Plantae rariores descriptae, 1803
  • Cryptogama aquatica, 1803
  • Flora Norica phanerogama, 1858[7] (გამოიცა სიკვდილის შემდგომ)

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.