From Wikipedia, the free encyclopedia
VII ტიპის წყალქვეშა ნავები წარმოადგენდა ნაცისტური გერმანიის ფლოტის საყრდენ ძალას. კრიგსმარინეს შეიარაღებაში შედიოდა დაახ. 700 ერთეული. ამ ტიპის ნავების უმრავლესობა წარმოებული იყო კომპანია AG Weser-ის მიერ. ომის განმავლობაში, VII ტიპის წყალქვეშა ნავებმა განიცადეს სერიოზული მოდიფიკაცია: დაემატა ტორპედოები და რადარსაწინააღმდეგო სისტემები; გაიზარდა დიზელის ძრავების სიმძლავრე და ა.შ. გემბანზე დამონტაჟებული იყო 88 მმ. კალ. სწრაფმსროლელი ქვემეხი 220 ჭურვით. წყალქვეშა ნავებისთვის ყველაზე დიდ ხიფათს წარმოადგენდა საჰაერო თავდასხმები. მოკავშირეთა თვითმფრინავებზე ადრეული გაფრთხილების რადარების გამოჩენის შემდეგ კატასტროფულად გაიზარდა წყალქვეშა ფლოტის დანაკარგები. ნაცისტურმა გერმანიამ მიმართა რამდენიმე ხერხს: წყალქვეშა ნავებზე გაუმჯობესდა იზოლაცია და დამონტაჟდა მძლავრი საზენიტო დანადგარი FLAK.
| |||
მოქმედების პერიოდი | 1936—1970 | ||
სიჩქარე (წყალზედა/წყალქვეშა) | 17,7 - 8 კვანძი. | ||
მაქსიმალური სიღრმე | 320 მ. | ||
ეკიპაჟი | 52 ადამიანი | ||
შეიარაღება | 11 - 14 ტორპედო საზენიტო კომ. 88 მმ. ქვემეხი | ||
წყალწყვა (წყალზედა/წყალქვეშა) | 769 ტ. - 871 ტ. | ||
სიგრძე | 67,1 მ. | ||
სიგანე | 5,85 — 6,2 მ. | ||
ძალოვანი აგრეგატი | 1 700 — 2 400 კ.ვტ |
VII ტიპის წყალქვეშა ნავების ძირითადი მოდიფიკაციები:
VIIA, VIIB, VIIC, VIIC/41, VIIC/42 VII U-flak, VIID და VIIF
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.