Us + Them
From Wikipedia, the free encyclopedia
Us + Them — ბრიტანელი როკ-მუსიკოს როჯერ უოტერსის საკონცერტო ტურნე, რომელიც დაიწყო 2017 წლის 26 მაისს, კანზას-სიტიში (აშშ)[1][2] და დასრულდა 2018 წლის 9 დეკემბერს მონტერეიში (მექსიკა).
სწრაფი ფაქტები ჩატარების ადგილები, დაკავშირებული ალბომი ...
![]() პრომოპოსტერი | ||||
ჩატარების ადგილები | ჩრდილოეთი ამერიკა, ოკეანეთი, ევროპა | |||
---|---|---|---|---|
დაკავშირებული ალბომი | Is This the Life We Really Want? | |||
დაწყების თარიღი | 26 მაისი 2017 | |||
დასრულების თარიღი | 9 დეკემბერი 2018 | |||
კონცერტების რაოდენობა | სულ 157 (72 ჩრდილოეთ ამერიკაში, 12 ოკეანეთში, 59 ევროპაში, 14 სამხრეთ ამერიკაში, 1 ცენტრალურ ამერიკაში) | |||
|
დახურვა
ტურნეს ანონსი გამოქვეყნდა 2016 წლის ოქტომბერში. როჯერი: „ჩვენ ვიმოგზაურებთ ახალი შოუთი, რომლის შინაარსი საიდუმლოდ ინახება. ეს იქნება ჩემი ხანგრძლივი სოლოკარიერის, პინკ ფლოიდთან გატარებული წლების და რამდენიმე ახალი სიმღერის ნარევი. ალბათ, 75% იქნება ძველი მასალა, ხოლო 25 — ახალი, მაგრამ ყველაფერი დაკავშირებული იქნება საერთო თემით. მაგარი შოუ იქნება, გპირდებით. იქნება ჩინებული, როგორც ყველა ჩემი შოუ.“ ტურნეს სახელწოდება მომდინარეობს სიმღერა „Us and Them“-ისგან, რომელიც შეტანილია პინკ ფლოიდის 1973 წლის ალბომში The Dark Side of the Moon.[1][2]