Twinings (ინგლ. Twinings /ˈtwnɪŋz/) — ჩაის და სხვა სასმელების, მათ შორის ყავის, ცხელი შოკოლადისა და ალაოს სასმელების მწარმოებელი და გამყიდველი ინგლისური კომპანია. დაფუძნებულია ანდოვერში, ჰემფშირში.[2] ბრენდი ეკუთვნის Associated British Foods-ს. კომპანიის ლოგო მსოფლიოში უძველესი დღემდე გამოყენებადი სავაჭრო ნიშანია. Twinings ლონდონის გადასახადების ყველაზე ხანგრძლივი გადამხდელია. ის 1706 წლიდან სტრენდზე, (ლონდონის ერთ-ერთი მთავარი საგზაო არტერია) ერთი და იგივე შენობაშია განთავსებული.[3] Twinings ყიდის შავ, მწვანე და მცენარეულ ჩაის, ისევე როგორც ხილის ცივ სასმელებს.[4]

სწრაფი ფაქტები მფლობელი, ქვეყანა ...
Twinings

Twinings-ის მაღაზია სტრენდზე, ლონდონში. გაიხსნა როგორც ჩაის ოთახი 1706 წელს.
მფლობელი Associated British Foods
ქვეყანა ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
წარდგენილი 1706; 318 წლის წინ (1706)
ბაზრები სასმელები[1]
საიტი twinings.co.uk
დახურვა

ისტორია

1706 წელს თომას ტუინინგსმა ლონდონში, სტრენდის ქუჩის № 216-ში პირველი ჩაის ოთახი გახსნა.[5][6] კომპანიის 1787 წელს შექმნილი ლოგო მსოფლიოში უძველესია, რომელიც დღესაც გამოიყენება.[7][8]

1964 წელს, სამეფო ნებართვის მფლობელი[9] კომპანია Twinings, Associated British Foods-მა შეიძინა. კომპანია ასოცირდება ბერგამოტიან ერლ გრეის ჩაისთან, თუმცა უცნობია ასოციაციის მიზეზი და მიუძღვის თუ არა Twinings-ს რაიმე წვლილი ბერგამოტის არომატის მქონე ჩაის შექმნაში. ბერგამოტიან ჩაისთან ასოცირდებოდა ასევე Twinings-ის კონკურენტი Jacksons of Piccadilly. ეს უკანასკნელი Twinings-მა 1990-იან წლებში შეიძინა.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.