PC Engine (ჩრდილოეთ ამერიკაში ცნობილი როგორც TurboGrafx-16) — მეოთხე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შემუშავებული კომპანიების, Hudson Soft-ის და NEC Home Electronics-ის მიერ 1987 წლის 30 ოქტომბერს იაპონიაში, ხოლო აშშ-ში 1989 წლის 29 აგვისტოს. ის შეზღუდული რაოდენობით გამოვიდა დიდ ბრიტანეთსა და ესპანეთში 1990 წელს, რომელიც დაფუძნებული იყო ამერიკულ მოდელზე, მაშინ როდესაც იაპონური ვერსია გავრცელდა საფრანგეთში. TurboGrafx წარმოადგენდა პირველ კონსოლს, რომელიც გამოვიდა 16 ბიტიანი კოსნოლების ეპოქაში, თუმცა გამოიყენებდა 8 ბიტიან პროცესორს. თავდაპირველად შეიქმნა, რათა კონკურენცია გაეწია Nintendo Entertainment System-ისთვის (NES), თუმცა ის Sega Genesis-სა და მოგვიანებით Super Nintendo Entertainment System-ს (SNES) უფრო უწევდა კონკურენციას, ვიდრე NES-ს.

სწრაფი ფაქტები მწარმოებელი, ტიპი ...
PC Engine / TurboGrafx-16
Thumb
Thumb
Thumb
დასავლეთ ბაზრის მოდელი (ზემოთ) და ორიგინალი იაპონური მოდელი (ქვემოთ).
მწარმოებელი NEC Home Electronics
Hudson Soft
ტიპი სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მეოთხე თაობა
გამოშვების თარიღი იაპ 30 ოექტომბერი, 1987[1]
ჩრდ.ამ. 29 აგვისტო, 1989
შეწყდა ჩრდ.ამ. მაისი, 1994
იაპ 16 დეკემბერი, 1994
გაიყიდა მსოფლიოში: 5.8 მილიონი[2]
იაპონიაში: 3.9 მილიონი
მედია HuCard, CD-ROM (დამატებითი ხელსაწყოს მეშვეობით)
პროცესორი Hudson Soft HuC6280
მონიტორი გაფართოება:
- მაქსიმალური. 565×242
- უმრავლესობა: 256×239[3]
ფერები:
- ხელმისაწვდომი: 512 (9 ბიტი)
-ეკრანზე:482
შემდეგი SuperGrafx (განახლებული)
PC-FX
დახურვა

სისტემას გააჩნდა 8 ბიტიანი პროცესორი, 16 ბიტიანი ვიდეო ფერების კოდერი და 16 ბიტიანი ვიდეოკონტროლერი. გრაფიკულ პროცესორს შეეძლო ერთდროულად 482 ფერის გამოსახვა ეკრანზე. იაპონური ვერსია PC Engine ითვლება ყველაზე პატარა სახლის სისტემად მსოფლიოში.[4][5] თამაშები ვრცელდებოდა მისთვის სპეციალურად შექმნილი კარტრიჯის, HuCard-ის მეშვეობით. შემდეგში გამოვიდა დამატებითი მოწყობილობა TurboGrafx-CD, რომელსაც გააჩნდა CD-ROM-ის მხარდაჭერა.

TurboGrafx ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე კომერციულად ჩავარდა, რაც გამოწვეული იყო არასწორი მარკეტინგით და მესამე მხარის დეველოპერების ნაკლებობით.[6] მაშინ როდესაც იაპონიაში PC Engine საკმაოდ პოპულარული გახდა,[7] სადაც მრავლად შეიძინა მესამე მხარის დეველოპერების მხარდაჭერა და 1987 წელს გადაუსწრო Famicom-ს გაყიდვებით, მაგრამ საბოლოოდ იქცა Super Famicom-ის მთავარ კონკურენტად.[8] მოგვიანებით შეიქმნა კონსოლის განახლებული მოდელები, საერთო ჯამში 17 ერთეული, მათ შორის CD-ROM-ზე დაფუძნებული პორტაბელური ვერსია.[9] PC Engine-ის გაუმჯობესებული მოდელი PC Engine SuperGrafx განკუთვნილი იყო სტანდარტული სისტემის ჩასანაცვლებლად, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწია და მისი წარმოება შეწყდა.

კონსოლი დადებითად მიიღეს ვიდეო თამაშების კრიტიკოსებმა. 2009 წელს საიტმა IGN TurboGrafx-16 სიაში „ყველა დროის 25 საუკეთესო კონსოლი“ 13-ე ადგილი მიუჩინა.[10] მოგვიანებით, 1994 წელს გამოვიდა კონსოლის მემკვიდრე და NEC-ის ახალი პროდუქტი PC-FX.

თამაშები

გალერეა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.