ტაიმი (ჟურნალი)
ამერიკული ყოველკვირეული ჟურნალი / From Wikipedia, the free encyclopedia
ტაიმი (ინგლ. TIME Magazine) — აშშ-ის ყოველკვირეული საინფორმაციო ჟურნალი, ნიუსუიკისა და იუეს ნიუს ენდ უორლდ რიპორტის მსგავსად. მისი ევროპული გამოცემა (Time Europe) ლონდონში იბეჭდება და ახლო-აღმოსავლეთის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის სიახლეებს ასახავს. აზიური გამოცემა (Time Asia) ჰონკონგში იბეჭდება, ხოლო კანადური (Time Canada) — ტორონტოში. სამხრეთ წყნარი ოკეანის გამოცემა, რომელიც ავსტრალიას, ახალ ზელანდიასა და ოკეანიას მოიცავს სიდნეიში იბეჭდება. ზოგიერთი სარეკლამო კამპანიის თანახმად ჟურნალის სათაური „დღეს ინფორმაცია ნიშნავს ყველაფერს“ (Today Information Means Everything) გამოთქმის აბრევიატურა უნდა იყოს.