The Yardbirds
From Wikipedia, the free encyclopedia
The Yardbirds — ინგლისური როკ-ჯგუფი, ჩამოყალიბებული 1963 წელს. 1960-იანებში მას ჰქონდა მთელი რიგი ჰიტების, მათ შორის - „For Your Love“, „Heart Full of Soul“, „Shapes of Things“ და „Over Under Sideways Down“. ჯგუფში დაიწყო გიტარისტების, ერიკ კლეპტონის, ჯიმი პეიჯის და ჯეფ ბეკის კარიერა - ყოველი მათგანი შემდგომში Rolling Stone-ის ყველა დროის 100 უდიდესი გიტარისტის სიაში მოხვდა.[4]
The Yardbirds | |
---|---|
The Yardbirds, 1966. მარცხნიდან: ჯეფ ბეკი, ჯიმი პეიჯი, კრის დრეია, კით რელფი და ჯიმ მაკ-კარტი. | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | ლონდონი, ინგლისი |
ჟანრ(ებ)ი |
|
აქტიური |
|
ლეიბლ(ებ)ი | |
წევრები |
|
ყოფილი წევრები | იხილეთ წევრების სრული სია |
საიტი | theyardbirds.com |
The Yardbirds ვიკისაწყობში |
ჯგუფი, რომელიც ცნობილი იყო ინსტრუმენტული შუალედური იმპროვიზაციებით[5], შემდგომში ასრულებდა კომპოზიციებს პოპ-მუსიკის, ფსიქოდელიური და მძიმე როკის ელემენტებით. მან გავლენა იქონია 1960-იანებში ჩამოყალიბებულ ტრადიციებზე, რომლებიც უკავშირდება ელექტროგიტარის ჟღერადობას. ჯგუფის საავტორო კომპოზიციების დიდი ნაწილის ავტორები იყვნენ ვოკალისტი კით რელფი, დრამერი ჯიმ მაკ-კარტი და ბასისტი და პროდიუსერი პოლ სემუელ-სმითი. ისინი, რიტმულ გიტარისტ და ბასისტ კრის დრეიასთან ერთად, შეადგენდნენ ჯგუფის ძირითად ნაწილს.
ჯგუფის გავლენა დროთა განმავლობაში გაიზარდა. მათ იქონიეს გავლენა ისეთ კოლექტივებზე, როგორიც არიან Count Five და The Shadows of Knight.[6] როკის კრიტიკოსები და ისტორიკოსები თვლიან, რომ The Yardbirds-მა, თუ არ შექმნა, სულ მცირე, წვლილი შეიტანა „ფსიქოდელიური მუსიკის დაბადებაში“[7], საფუძველი ჩაუყარა პანკ-როკის, პროგრესული როკის და მძიმე მეტალის, ისევე, როგორც სხვა ჟანრების ადრეულ ფორმებს.[6][8]
1968 წელს ჯგუფი დაიშალა. ჯიმი პეიჯი, წამყვანი გიტარისტი, ლედ ზეპელინის წევრი გახდა, რელფის და მაკ-კარტის მიერ ჩამოყალიბდა სიმფონიური როკ-ჯგუფი Renaissance. The Yardbirds 1990-იანებში აღდგა, მაკ-კარტის, დრეიას და სხვა ახალი წევრების მონაწილეობით. ისინი 1992 წელს გახდნენ როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წევრები.[9] Rolling Stone-მა კოლექტივი შეიყვანა „ყველა დროის 100 უდიდესი შემსრულებლის“ სიაში და VH1-ის „მძიმე როკის 100 უდიდესი შემსრულებლის“ სიაში #37 ადგილს იკავებდა.[10][11]