![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/thumb/c/c8/Silentsun.jpg/640px-Silentsun.jpg&w=640&q=50)
The Silent Sun
From Wikipedia, the free encyclopedia
The Silent Sun — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ ჯენესისის სიმღერა და პირველი სინგლი პირველი სტუდიური ალბომიდან From Genesis to Revelation. მისი ავტორები არიან ტონი ბენქსი და პიტერ გებრიელი. მათივე თქმით, ასეთი უბრალო სიმღერა სპეციალურად დაიწერა ჯგუფ ბი ჯიზის სტილში, რადგანაც პროდიუსერი ჯონატან კინგი თავად იყო ამ ტრიოს დიდი მოყვარული.[1]
სწრაფი ფაქტები სინგლი — ჯენესისი, ალბომიდან From Genesis to Revelation ...
„The Silent Sun“ | ||||
---|---|---|---|---|
![]() | ||||
სინგლი — ჯენესისი | ||||
ალბომიდან From Genesis to Revelation | ||||
გამოსვლის თარიღი |
22 თებერვალი, 1968 (1968-02-22) ივლისი, 2006 (2006-07) (განახლებული გამოცემა) | |||
ჟანრი | ფოლკ როკი | |||
ხანგრძლივობა | 2:13 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი |
Decca Records (ბრიტანეთი) London Records (აშშ) | |||
პროდიუსერი | ჯონათან კინგი | |||
ჯენესისი — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
დახურვა
The Silent Sun არის ფოლკ როკისა და პოპ-მუსიკის ნაზავი. მასში გამოიყენება ორკესტრი და ჟღერს საკმაოდ რომანტიკული ლირიკა, რაც მას მკვეთრად განასხვავებს შემდეგი ალბომების სიმღერებისგან. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ჯენესისის პირველი წარმატებული სინგლი, იგი არ არის შეტანილი ჯგუფის არც ერთ კრებულში.