The Elder Scrolls
From Wikipedia, the free encyclopedia
The Elder Scrolls (შემოკ. TES) — როლური ვიდეო თამაშის სერია შექმნილი Bethesda Game Studios-სა და გამოცემული Bethesda Softworks-ის მიერ. თამაშის სერია გაერთიანებულია საერთო, დეტალურად შემუშავებული ღია სამყაროთი და მოთამაშეს სთავაზობს მეტ თავისუფლებას, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ მოთამაშემ საკუთარი შეხედულებისამებრ მოინხაულოს მისთვის სასურველი ტერიტორები და ქალაქები გამოგონილ ფენტეზის სამყაროში და დამოუკიდებლად ეძებოს საიტერესო ადგილები და დავალებები. სამმა თამაშმა სერიიდან - The Elder Scrolls: Morrowind (2002), The Elder Scrolls: Oblivion (2006) და The Elder Scrolls V: Skyrim-მა მიიღო სხვადასხვა სახის ჯილდოები შესაბამის დროში, მათ შორის - "წლის საუკეთესო თამაშის" წოდება სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებისა თუ ვებ-საიტების მხრიდან. რაც შეეხება გაყიდვებს, მსოფლიოს მასშტაბით The Elder Scrolls სერიის გაყიდვების სრული რაოდენობა შეადგენს 40 მილიონზე მეტ ეგზემპლიარს.
![]() The Elder Scrolls სერიის ლოგო | |
ჟანრები | Action/RPG |
---|---|
დეველოპერ(ებ)ი |
Bethesda Game Studios ZeniMax Online Studios Vir2L Studios |
გამომცემელი | Bethesda Softworks |
პლატფორმები |
MS-DOS Microsoft Windows Xbox Xbox 360 PlayStation 3 N-Gage J2ME Xbox One PlayStation 4 OS X |
თავდაპირველი პლატფორმა | MS-DOS |
პირველი გამოცემა |
The Elder Scrolls: Arena 25 მარტი, 1994 |
ბოლო გამოცემა |
The Elder Scrolls: Legends 9 ივნისი, 2015 |
ოფიციალური საიტი | http://www.elderscrolls.com/ |