![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/The_Beach_Boys%252C_May_29%252C_2012.jpg/640px-The_Beach_Boys%252C_May_29%252C_2012.jpg&w=640&q=50)
The Beach Boys
From Wikipedia, the free encyclopedia
The Beach Boys — ამერიკული როკ-ჯგუფი, ჩამოყალიბებული 1961 წელს კალიფორნიაში. მის შემადგენლობაში თავდაპირველად შედიოდნენ ბრაიან, დენის და კარლ უილსონები, მაიკლ ლავი და ელ ჯერდინი. ჯგუფის მენეჯერი იყო მერი უილსონი, უილსონების მამა. 1962 წელს The Beach Boys-მა ხელი მოაწერა კონტრაქტს ლეიბლთან Capitol Records. მათი სიმღერები თავიდანვე გამოირჩეოდა ვოკალური ჰარმონიებით და ტექსტებით კალიფორნიელ ახალგაზრდობაზე და მის საყვარელ სერფინგზე. წლების შემდეგ ბრაიან უილსონის შემოქმედებითი ამბიციები იქცა ჯგუფის მუსიკალური მიმართულების დომინირებად ნაწილად. დიდი წარმატება იქონიეს უილსონის ავტორობით შექმნილმა ალბომმა Pet Sounds და სინგლმა Good Vibrations (1966). ორივე წარმოადგენდა წინა წლების სერფ როკისგან შორს გადადგმულ ნაბიჯს.
![]() | |
---|---|
![]() The Beach Boys 2012 წელს გაერთიანებისას (მარცხნიდან მარჯვნივ): ბრაიან უილსონი, დევიდ მარკსი, მაიკ ლავი, ბრიუს ჯონსტონი და ელ ჯერდენი | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | კალიფორნია, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | როკი, პოპი, სერფ როკი, ფსიქოდელიური როკი |
აქტიური | 1961–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Capitol, Brother, Reprise, Caribou, CBS |
წევრები |
მაიკ ლავი ბრიუს ჯონსტონი |
ყოფილი წევრები |
ელ ჯერდინი ბრაიან უილსონი კარლ უილსონი დენის უილსონი დევიდ მარკსი რიკი ფატარი ბლონდი ჩაპლინი გლენ კემპბელი |
საიტი | www.thebeachboys.com |
The Beach Boys ვიკისაწყობში |
ნარკოტიკული საშუალებებისა და ჯანმრთელობის გამო უილსონმა დაკარგა კონტროლი ჯგუფზე. მიუხედავად ამისა, შემდეგ წლებში The Beach Boys-მა ბითლზსაც კი ძლიერი კონკურენცია გაუწია. 1980-იანი წლების შემდეგ ჯგუფში უამრავი პრობლემა წარმოიშვა, ძირითადად - ჰონორარების, სიმღერებზე საავტორო უფლებებისა და ჯგუფის სახელის გამოყენების გამო. 1996 წელს გამოვიდა მათი უკანასკნელი სტუდიური ალბომი, მაგრამ წარმოიშვა The Beach Boys-ის შემადგენლობისს სხვადასხვა ვერსიებიც (დენის და კარლ უილსონები გარდაიცვალნენ 1983 და 1998 წლებში).
The Beach Boys-ს ხშირად უწოდებენ ამერიკის ბენდს.[1][2][3] პორტალის Allmusic აზრით, უტყუარი შესაძლებებლობების ხარჯზე, იგი იქცა ამერიკის პირველ, საუკეთესო როკ ჯგუფად.[4] აშშ-ს ჩარტების საუკეთესო 40-ეულში სხვადასხვა დროს მოხვდა The Beach Boys-ის 36 სიმღერა (ყველაზე დიდი რაოდენობა აშშ როკ ჯგუფების ისტორიაში) და 56 - ბილბორდის 100-ეულში. მათ შორის ასევე არის ოთხი #1 პოზიციაზე მოხვედრილი სინგლი.[4] ჟურნალმა როლინგ სტოუნი The Beach Boys ყველა დროის 100 საუკეთესო მუსიკოსის სიაში #12 ადგილზე დაასახელა 100 Greatest Artists of All Time დაარქივებული 2008-06-20 საიტზე Wayback Machine. .[5] ბილბორდის მონაცემებით, სინგლებისა და ალბომების გაყიდვების მხრივ, The Beach Boys არის ყველა დროის ყველაზე პოპულარული ამერიკული ჯგუფი.[6] ძირითადი კვინტეტი, რომელშიც შედიან უილსონი, ლავი და ჯერდინი, 1988 წელს შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.