![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/7a/Allman_Brothers_Band_1969.jpg/640px-Allman_Brothers_Band_1969.jpg&w=640&q=50)
The Allman Brothers Band
From Wikipedia, the free encyclopedia
The Allman Brothers Band — ამერიკული როკ ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა 1969 წელს, ჯექსონვილში, ფლორიდის შტატში, ძმები დუეინ (სლაიდ-გიტარა, სოლო გიტარა) და გრეგ (ვოკალი, კლავიშებიანი, სიმღერების ავტორი) ოლმენების მიერ. ჯგუფში ასევე შედიოდნენ: დიკი ბეტსი (სოლო გიტარა, ვოკალი, სიმღერების ავტორი), ბერი ოუკლი (ბას-გიტარა), ბუტჩ ტრაკსი (დასარტყამი) და ჯეი ჯოანი იოჰანსონი (დასარტყამი). ჯგუფი მოიაზრება სამხრეთული როკის პრინციპულ არქიტექტორად. მისი მუსიკა, ასევე მოიცავდა ბლუზის, ჯაზისა და ქანთრის ელემენტებს.
The Allman Brothers Band | |
---|---|
![]() The Allman Brothers Band 1969 წლის მაისში. ზედა რიგში: ძმები დუეინ და გრეგ ოლმენები; ქვედა რიგში მარცხნიდან: ბუტჩ ტრაკსი, დიკი ბეტსი, ბერი ოუკლი და ჯეი ჯოანი იოჰანსონი | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | ჯექსონვილი, ფლორიდა და მეიკონი, ჯორჯია |
ჟანრ(ებ)ი | სამრეთული როკი, ჯემ-ბენდი, ბლუზ-როკი, ქანთრი-როკი, ჯაზ-ფიუჟენი[1] |
აქტიური | 1969–1976, 1978–1982, 1986, 1989–2014 |
ლეიბლ(ებ)ი | Capricorn, PolyGram, Arista, Epic,Sanctuary |
ყოფილი წევრები |
|
საიტი | allmanbrothersband.com |
The Allman Brothers Band ვიკისაწყობში |
ჯგუფის პირველი ორი ალბომი კომერციულად წარუმატებელი აღმოჩნდა, თუმცა 1971 წლის საკონცერტო ალბომმა At Fillmore East-მა მხატვრული და კომერციული გარღვევა მოახდინა. მასში შესული არის სინგლები, „In Memory of Elizabeth Reed“ და „Whipping Post“ და ხშირად მიიჩნევა ყველა დროის საუკეთესო საკონცერტო ალბომად.
1971 წლის 29 ოქტომბერს, ჯგუფის ლიდერი დუეინ ოლმენი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. ამის საპასუხოდ, კოლექტივმა მას მიუძღვნა სტუდიური ალბომი Eat a Peach (1972), რამაც საბოლოოდ გაამყარა მათი პოპულარობა. ერთი წლის შემდეგ, იმავე ვითარებაში დაიღუპა ბასისტი ბერი ოუკლი, რის შედეგადაც ჯგუფს შეემატა ორი ახალი წევრი, ჩაკ ლიველი (კლავიშები) და ლამარ უილიამსი (ბას-გიტარა), რომლებთანაც ჩაწერეს მორიგი სტუდიური ალბომი Brothers and Sisters, რამაც ჯგუფი აიყვანა 1970-იანი წლების როკ მუსიკის უმაღლეს მწვერვალზე. 1976 წელს, შიდა არეულობის გამო ჯგუფი დაიშალა, მაგრამ ათწლეულის მიწურულს აღდგდა ახალი შემადგენლობით, მაგრამ 1982 წელს ხელმეორედ დაიშალა.
ჯგუფმა 1989 წელს კვლავ განაახლა მოღვაწეობა და შეუდგა ახალი ალბომების გამოშვებასა და ტურნეების მოწყობას მსოფლიოს მასშტაბით. 1990-იან წლებში მომხდარმა ცვლილებებმა დიკი ბეტს გადააწყვეტინა ჯგუფიდან წასვლა. კოლექტივმა სტაბილურობას მიაღწია 2000-იანებში, ბასისტ ოტილ ბარბრიჯთან, გიტარისტ უორენ ჰეინსთან და დერეკ ტრაკსთან ერთად. 2014 წელს ჯგუფი კვლავ დაიშალა, ზემოაღნიშნული წევრების წასვლის შედეგად. The Allman Brothers Band დაჯილდოებული არის 11 ოქროს დ 5 პლატინის ალბომით[2] და შეყვანილია როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში 1995 წელს.[3] 2004 წელს, ჟურნალმა Rolling Stone-მა ყველა დროის 100 საუკეთესო შემსრულებელის სიაში ჯგუფს 52-ე ადგილი მიუჩინა.[4]