The $5.98 E.P. – Garage Days Re-Revisited — ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის პირველი EP, რომელიც 1987 წლის აგვისტოში გამოვიდა. ეს იყო ჯგუფის პირველი ჩანაწერი ბასისტ ჯეისონ ნიუსტედთან ერთად. EP მთლიანად შედგება გვიანი 70-იანებისა და ადრეული 80-იანების ბმმატ და ჰარდკორ პანკის სიმღერების ქავერებისაგან, რომლებზეც რეპეტიციები ლარსის ავტოფარეხში გაიარა ჯგუფმა, ხოლო მოგვიანებით სტუდიაში ჩაწერა. სახელწოდებაში შეტანილი იქნა გამოცემის ღირებულება, რათა ფანები არ მოტყუებულიყვნენ და ზედმეტი არ გადაეხადათ. ოფიციალური CD გამოცემაში ეს სახელი ჩანაცვლებული იქნა შემდეგი სახელწოდებით: The $9.98 CD... ხუთივე სიმღერა მოგვიანებით, 1998 წელს გამოშვებული ორმაგი ალბომის Garage Inc. შემადგენლობაში იქნა შეტანილი.
სწრაფი ფაქტები The $5.98 E.P. – Garage Days Re-Revisited, EP — მეტალიკა ...
დახურვა
მეტი ინფორმაცია მიმოხილვების ქულები, წყარო ...
დახურვა
სიმღერა The Wait გაერთიანებულ სამეფოში გამოტოვილი იქნა, რათა გამოცემა თანხვედრაში ყოფილიყო ადგილობრივ მუსიკის ინდუსტრიის წესებთან, რომელიც EP-ს ხანგრძლივობას შეეხებოდა.