From Wikipedia, the free encyclopedia
TAM, Tanque Argentino Mediano — საშუალო ტანკი, პროექტირებულია არგენტინის არმიისათვის, დასავლეთ გერმანიის ფირმის „ტისენ ჰენშელის“ მიერ.
TAM - Tanque Argentino Mediano | |
---|---|
მოდიფიკაცია | |
საბრძოლო წონა, ტ | 30,5 |
განლაგების სქემა | მართვისა და ძრავის განყოფილება წინა მხარესაა განთავსებული, ხოლო საბრძოლო უკან |
ეკიპაჟი, კაცი | 4 |
ისტორია | |
გამოშვების წელი(წლები) | 1979 - 1985 |
ექსპლუატაციის წელი(წლები) | 1979 |
გამოშვების რაოდენობა | 256 |
ძირითადი ოპერატორები | არგენტინა |
ზომები | |
კორპუსის სიგანე, მმ | 3120 |
სიმაღლე, მმ | 2420 |
კლირენსი, მმ | 440 |
ჯავშანი | |
ჯავშნის ტიპი | ფოლადის მსუბუქი ჭურვსაწინააღმდეგო |
შეიარაღება | |
მიზანი | პანორამული TRP-2A, ტელესკოპური TZF, ოპტიკური |
ტყვიამფრქვევები | 1 × 7,62-მმ MAG-FN-60-40, 1 × 7,62-მმ MAG-FN-60-20 |
მობილურობა | |
ძრავის ტიპი | V-ს მაგვარი 12-ცილინდრიანი, ოთხტაქტიკიანი, დიზელის თხევადური გაცივებით |
ძრავის სიმძლავრე, ც.ძ. | 720 |
ძრავის სიმძლავრე, კილოვატი | 530 |
გადაადგილების სიჩქარე ტრასაზე, კმ/სთ | 75 |
ტრასაზე გადაადგილების მარაგი, კმ | 550 |
სპეციალური სიმძლავრე, ც.ძ. | 23,6 |
საკიდრის ტიპი | ინდივიდუალური ხახუნით |
მუხლუხების სიგანე, მმ | 450 |
აღმართზე გამავლობა, გრად. | 30 |
კედლის გადალახვა, მ | 0,9 |
თხრილის გადალახვა, მ | 2,9 |
გუბის გადალახვა, მ | 1,4 |
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მრავალი წლის მანძილზე არგენტინის მთავარი ტანკი იყო „შერმანი“. მაგრამ 1970 -x წლებში ამ ტანკების მუშა მდგომარეობაში მოყვანა ძლიერ გართულდა, რისთვისაც მიღებულ იქნა ახალ ტანკზე გადასვლის გადაწყვეტილება. მაშინ გამოსული ტანკების უმრავლესობა იწონიდა 40 ტონას და მათი გადაადგილება ქვეყნის სუსტ ხიდებზე დიდ საშიშროებას წარმაოდგენდა. ამიტომ გადაწყვეტილ იქნა ახალი ტანკის შექმნა, რომელიც დააკმაყოფილებდა არგენტინის არმიის ყველა მოთხოვნას. მალე ტანკის აწყობის კონტრაქტი დაიდო დასავლეთ გერმანულ ფირმასთან „ტისენ ჰეშნელთან“, რომელიც იმ დროს აწარმოებდა IFV(БМП) ტიპის შეჯავშნულ მანქანას „მარდერს“. TAM (Tank-Argentina-Middle, „არგენტინის საშუალო ტანკი“)-ის პირველი პროტოტიპი დამზადდა 1976 წელს, ხოლო კიდევ ორი შემდეგ წელს. ტანკი მიღებულ იქნა არგენტინის შეიარაღებულ ძალებში. ამ ტანკის ასაწყობი ქარხანა აშენდა ბუენოს აირესის მახლობლად. წარმოების მთლიანი დროის განმავლობაში შეიქმნა 200 ტანკი, მაგრამ არც ერთი მათგანი არ მონაწილეობდა ფოლკლენდის კამპანიაში. TAM -თან ერთიანი მოქმედებისათვის „ტისენ ჰონშელმა“ გამოუშვა IFV VCTR, რომელიც გამოვიდა 150 ეგზემპლარად, მანამ სანამ 1986 წელს ფინანსური კრიზისის გამო შეწყდებოდა მისი წარმოება.
TAM ტანკის კორპუსი აღებულია IFV „მარდერის“ კორპუსიდან, რომელიც დღესდღეობით დასავლეთ გერმანიის შეიარაღებულ ძალებს 2000-ზე მეტი ჰყავს. ტანკის მძღოლი განთავსებულია კორპუსის წინა მარცხენა მხარეს. მის მარჯვნივ იმყოფება ძრავა და ტრანსმისია. ყოველ ჯავშანს აქვს დახრის დიდი კუთხე, რათა უზრუნველყოს მაქსიმალური დაცვა. თუმცა ჯავშანი ჩამოუვარდება ძირითადი საბრძოლო ტანკებს, ისეთებს როგორიცაა ლეოპარტ 1 და AMX-30. მთლიანად დადუღებული კოშკი იმყოფება ტანკის უკანა ნაწილზე, მასში იმყოფება სამი წევრი: მეთაური და არტილერისტი - მარჯვნივ, გამტენი - მარცხნივ. მთავარი შეიარაღებაა 105 მილიმეტრიანი ზარბაზანი, დენთის გაზის გასაცლელი ეჟექტორით. ზარბაზანს გააჩნია დამიზნების ვერტიკალური კუთხეები +18 გრადუსიდან −7 გრადუსამდე. ზარბაზანთა წყვილად დაყენებულია 7,62-მმ ტყვიამფრქვევი, ასეთივე ტყვიამფრქვევის დაყენება შესაძლებელია კოშკის სახურავზე საზენიტო დანადგარის ხარისხში. კოშკის ყოველ მხარეს შესაძლებელია დაყენდეს 4 კვამლსადენი ნაღმმტყორცნი. საბრძოლო მასალაა, 105 მილიმეტრიანი ზაბაზნიდან 50 გასროლა და 6000 ტყვია 7,62 მილიმეტრიანი ტყვიამფრქვევიდან.
TAM/VCTP ბაზაზე 1988 - 1993 წლებში შეიქმნა ARV(БРЭМ) VCRT და 155 მილიმეტრიანი თვითმავალი ჰაუბიცი VCA 155. ტანკი TAM გამოიცადა პერუსა და პანამაში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.