Supernatural (სანტანას ალბომი)
From Wikipedia, the free encyclopedia
Supernatural — ლათინოამერიკული როკ-ჯგუფ სანტანას მე-17 სტუდიური ალბომი, გამოცემული 1999 წელს. მან მიიღო 15 გზის პლატინა აშშ-ში და რვა გრემის ჯილდო, ისევე, როგორც სამი ლათინური გრემის ჯილდო, მათ შორის - წლის ჩანაწერისთვის.[5]
Supernatural | ||||
---|---|---|---|---|
![]() | ||||
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 15 ივნისი, 1999 (1999-06-15) | |||
ჩაიწერა | 1999 | |||
სტუდია |
Record Plant, საუსალიტო, კალიფორნია, აშშ Fantasy Studios, ბერკლი, კალიფორნია | |||
ჟანრი | ლათინური როკი | |||
ხანგრძლივობა | 74:59 | |||
ლეიბლი | Arista | |||
პროდიუსერი |
| |||
სანტანა — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან Supernatural | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
Entertainment Weekly | B+[2] |
რობერტ კრისტგოუ | ![]() |
Rolling Stone | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
Supernatural მსოფლიო ჰიტად იქცა, გაიყიდა რა 30 მილიონზე მეტი ასლის ოდენობით.[6] ეს არის სანტანას ყველაზე წარმატებული ალბომი, მოხვედრილი ათი ქვეყნის ჩარტის პირველ პოზიციაზე, მათ შორის - აშშ-ში. იგი აგრეთვე წარმოადგენს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში გამოცემამდე შეყვანილი რომელიმე შემსრულებლის მიერ ორიგინალური მასალით წარმოდგენილ ყველაზე გაყიდვად ალბომს.
Supernatural Billboard 200-ის ჩარტში გამოსვლის შემდეგ, 1999 წლის 3 ივლისს მე-19 პოზიციაზე მოხვდა, მაგრამ 18 კვირის შემდეგ, 30 ოქტომბერს, გადაინაცვლა პირველ პოზიციაზე, სადაც 12 კვირით დარჩა.
ალბომში შეტანილია ჰიტ-სინგლი „Smooth“, ჩაწერილი ჯგუფ Matchbox Twenty-ს ვოკალის რობ თომასის მონაწილეობით. სიმღერა Billboard Hot 100-ში 12 კვირის განმავლობაში პირველ პოზიციას იკავებდა. შემდეგი სინგლი, „Maria Maria“, ჩაწერილი The Product G&B-ის მონაწილეობით, პირველ პოზიციას 10 კვირის განმავლობაში არ თმობდა. სანტანამ და თომასმა თანამშრომლობისთვის მიიღეს სამი გრემის ჯილდო, ხოლო სანტანამ და რეპერმა Everlast-მა კიდევ ერთი ჯილდო დაიმსახურეს სიმღერისთვის Put Your Lights On. „Maria Maria“-მ ასევე მიიღო გრემი. კარლოს სანტანა იქცა პირველ ესპანურენოვან შემსრულებლად, რომელმაც წლის ჩანაწერისთვის გრემის ჯილდო მიიღო.
ჩაწერაში აგრეთვე მონაწილეობდნენ ერიკ კლეპტონი, იგლ-აი ჩერი, ლორინ ჰილი, დეივ მეთიუზი, Maná და სი-ლო გრინი.