Status quo ante bellum
From Wikipedia, the free encyclopedia
Status quo ante bellum — ლათინური გამოთქმა, რომელიც ითარგმნება როგორც „ომის დაწყების წინ არსებული მდგომარეობა“. [1] ტერმინი თავდაპირველად გამოიყენებოდა ხელშეკრულებებში მტრის ჯარების გაყვანისა და ომამდელი ვითარების აღსადგენად. ამ ფრაზის გამოყენება გულისმობს იმას, რომ არც ერთი მხარე არ მოიპოვებს ან კარგავს რაიმე ტერიტორიულ, ეკონომიკურ ან პოლიტიკურ უფლებებს. საწინააღმდეგოა ტერმინი uti possidetis, რომელიც აღნიშნავს იმას რომ თითოეული მხარე ინარჩუნებს ნებისმიერ ტერიტორიას და სხვა ქონებას, რომელსაც ომის შეწყვეტის მომენტში აკონტროლებს.