![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/fa/Sturmgewehr44_noBG.jpg/640px-Sturmgewehr44_noBG.jpg&w=640&q=50)
StG 44
From Wikipedia, the free encyclopedia
StG 44 (გერმ.Sturmgewehr 44) — გერმანული საიერიშო შაშხანა სროლის რეჟიმის გადამრთველით, რომელიც შემუშავდა მეორე მსოფლიო ომის დროს ჰუგო შმაისერის მიერ. შაშხანა ასევე ცნობილია მისი ადრინდელი სახელებით: MP 43 და MP 44. StG 44 არის უფრო ადრინდელი Maschinenkarabiner 42(H)-ის გაუმჯობესებული ვარიანტი. ის იყენებს 7.92×33მმ kurz ("მოკლე") ვაზნებს, რომლებიც ვერმახტის სტანდარტული 7.92×57მმ მაუზერის ვაზნების დამოკლებული ვარიანტია.
Sturmgewehr 44 | |
---|---|
![]() StG 44 | |
ტიპი | საიერიშო შაშხანა |
წარმომავლობის ქვეყანა |
![]() |
სამსახურის ისტორია | |
შეიარაღებაშია |
1943–1945 (ნაცისტური გერმანია) 1949–1962 (აღმოსავლეთი გერმანია) 1943–დღემდე (სხვა ქვეყნებში) |
წარმოების ისტორია | |
კონსტრუქტორი | ჰუგო შმაისერი |
შექმნის თარიღი | 1938–1943 |
მწარმოებელი |
C. G. Haenel Waffen und Fahrradfabrik CITEDEF Steyr-Daimler-Puch |
წარმოების პერიოდი | 1943–1945 |
რაოდენობა | 425,977 |
ვარიანტები |
MKb 42(H) MKb 42(W) MP 43 MP 43/1 MP 44 |
მახასიათებლები | |
წონა | 5.13 |
სიგრძე | 94 |
ლულის სიგრძე | 42 მმ |
| |
ვაზნა | 7.92×33მმ Kurz |
მუშაობის პრინციპი | გაზზე მომუშავე,დახრადი ჭანჭიკი,სროლის რეჟიმის ცვლით |
სროლის ტემპი | ~500-600 ვაზნა/წუთი |
ჭურვის/ტყვიის საწყისი სიჩქარე | 685 მ/წმ |
დამიზნების მანძილი |
300 ავტომატური რეჟიმით 600 ნახევრადავტომატური რეჟიმით |
დატენვის სისტემა | 30 ვაზნიანი მჭიდი |
სამიზნეები | რკინის სამიზნე ან ოპტიკა(ზოგიერთ ვარიანტზე) |
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1e/Bundesarchiv_Bild_101I-676-7996-13%2C_Infanterist_mit_Sturmgewehr_44.jpg/320px-Bundesarchiv_Bild_101I-676-7996-13%2C_Infanterist_mit_Sturmgewehr_44.jpg)
StG 44 იყო პირველი წარმატებული ავტომატური საიერიშო შაშხანა მსოფლიოში, რომლის მახასიათებლებს წარმოადგენდა საშუალო კალიბრის ვაზნა, რეგულირებადი სროლის რეჟიმი (ერთეულოვანი და ჯერით გასროლა), მაღალი საცეცხლე სიხშირე და ეფექტურობა რამდენიმე ასეულ მეტრზე მყოფ სამიზნეზე. სხვა შაშხანები იმ პერიოდში გათვლილი იყო ათას მეტრზე შორს მყოფ სამიზნეზე, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს მანძილი სინამდვილეში უფრო დიდი იყო, ვიდრე ნამდვილი ბრძოლის დროს იყო საჭირო.
StG 44-მა თავისი მოვალეობა კარგად და ეფექტურად შეასრულა, განსაკუთრებით აღმოსავლეთის ფრონტზე, ის ჯარისკაცს მაღალ საცეცხლე სიხშირესა და ინტენსივობას აძლევდა ადრინდელ შაშხანებთან შედარებით. StG 44-მა დიდი გავლენა იქონია საბჭოთა AK-47-ზე, რომელიც ომის დასრულებიდან რამდენიმე წლის შემდეგ გამოჩნდა. StG-ის გავლენა დღესაც იგრძნობა მსოფლიოში არსებულ თანამედროვე საიერიშო ავტომატურ შაშხანებზე, რომლებიც ომის დასრულების შემდეგ გლობალურ სტანდარტად იქცა.