Signal
From Wikipedia, the free encyclopedia
Signal (ასევე სიგნალი) — სხვადასხვა პლატფორმისთვის შექმნილი ცენტრალიზებული დაშიფრული მესენჯერი. სიგნალის შემქმნელებია არაკომერციული ფონდი Signal Foundation და Signal Messenger LLC. მომხმარებლებს შეუძლიათ ერთმანეთს გაუგზავნონ ერთი ან ჯგუფური შეტყობინებები, რომლებიც შეიძლება შეიცავდეს ფაილებს, ხმოვან შეტყობინებებს, სურათებსა და ვიდეოებს.[1]სიგნალის გამოყენება ასევე შესაძლებელია ინდივიდუალური და ჯგუფური ხმოვანი და ვიდეო ზარების განსახორციელებლად.[2]
Signal | |
---|---|
გამოვიდა | იანვარი, 2009; 15 წლის წინ (2009-01) |
საიტი | signal.org |
თავდაპირველად Android-ის ვერსიას ასევე შეეძლო SMS აპლიკაციის ფუნქციების განხორციელება,[3] თუმცა 2022 წლის 12 ოქტომბერს სიგნალმა მიიღო გადაწყვეტილება sms მხარდაჭერის გაუქმების შესახებ.[4]
მომხმარებლის იდენტიფიცირებისთვის სიგნალი იყენებს სტანდარტულ ფიჭურ (მობილურ) სატელეფონო ნომრებს, ხოლო მომხმარებელთა შორის კომუნიკაცია დაშიფრულია. სიგნალს გააჩნია სპეციალური მექანიზმები, რომლითაც მომხმარებლებს შეუძლიათ დამოუკიდებლად შეამოწმონ საკუთარი კონტაქტების იდენტობა და მონაცემთა არხის უსაფრთხოება. [3] [5]