Shady Records
From Wikipedia, the free encyclopedia
Shady Records — ამერიკული ხმისჩამწერი ლეიბლი, დაარსებული 1999 წელს რეპერ ემინემის და მენეჯერ პოლ როზენბერგის მიერ. სახელწოდება შეიძინა ემინემის წარმატებული ალბომის The Slim Shady LP მიხედვით.
Shady Records | |
---|---|
მშობელი | Universal Music Group |
დაარსდა | 1999; 25 წლის წინ (1999) |
დააარსა | ემინემი |
დისტრიბუტორ(ებ)ი |
Interscope Geffen A&M (აშშ) Polydor Records (ბრიტანეთი) Universal Music Group (მსოფლიო) |
ჟანრი | ჰიპ-ჰოპი |
ქვეყანა | აშშ |
მდებარეობა | ნიუ-იორკი, ნიუ-იორკის შტატი |
საიტი | shadyrecords.com |
დაარსებიდან Shady Records-მა გააფორმა კონტრაქტი ცამეტ შემსრულებელთან, ამჟამად კი რვას პატრონობს. იგი აგრეთვე მონაწილეობს რადიოსადგურ Shade 45-ის ბიზნესში და ჟურნალ XXL-ის მეშვეობით საკუთარ გამოცემას ბეჭდავს. იყო პერიოდი, როდესაც ემინემს და სხვა შემსრულებლებს ჰქონდა უთანხმოებები Royce da 5'9"-თან, ლეიბლთან Murder Inc. და ჟურნალთან The Source.
ლეიბლის წარმატების ერთ-ერთი ეტაპი იყო ტურნეების სერია Anger Management და კომპილაციური Eminem Presents: The Re-Up. ფილმის „მერვე მილი“ საუნდტრეკის ჩაწერაში მონაწილეობდა როგორც ემინემი (რომელმაც მისთვის ჩაწერა შემდგომში წარმატებული „Lose Yourself“, ასევე hady Records-ის რამდენიმე შემსრულებელი. აღნიშნული ჩანაწერი აღინიშნა ოსკარით, რაც ჰიპ-ჰოპის ჟანრში სიმღერისთვის ყველაზე დიდი წარმატება იყო.
ლეიბლის შემსრულებლებს წლების განმავლობაში RIAA-სგან მიღებული აქვთ მრავალი პლატინის ან უფრო მაღალი სტატუსი - 24 გამოცემული ალბომიდან 18-ის შემთხვევაში (ემინემის ჩანაწერის გარდა). შემსრულებლებს შორის არიან ემინემი, D12, Slaughterhouse, Yelawolf, Bad Meets Evil, Westside Gunn, Conway, & Hall N' Nash, ხოლო ყოფილი კლიენტები არიან 50 Cent, ობი ტრაისი, Stat Quo, ბობი კრიკუოტერი და Cashis.