პელამიდა (თევზი)
From Wikipedia, the free encyclopedia
პელამიდა[1] (ლათ. Sarda sarda) — თევზი სკუმბრიასებრთა ოჯახისა. გვხვდება ევროპის, აფრიკისა და ამერიკის სანაპირო წყლებში. მისი სხეულის სიგრძე 75 სმ, ხოლო წონა 5-6 კგ აღწევს. მტაცებელია. იკვებება თევზებით. ძირითადად გავრცელებულია ხმელთაშუა და შავ ზღვებში; მათი რაოდენობა შავ ზღვაში მუდმივი არ არის. ზაფხულობით შემოდის შავ ზღვაში ქვირითის დასაყრელად და გამოსაკვებად. დიდი სარეწაო მნიშვნელობისაა. იჭერენ ესპანეთის, თურქეთის, ტაიტის, ჩილესა და პერუს სანაპიროებთან. მნიშვნელოვანი რაოდენობითაა ქალაქებს ბათუმთან და ტრაბზონთან. იყენებენ შებოლილს, დაკონსერვებულს.
![]() |
ეს სტატია თევზს ეხება. ზღვისგველისებრთა ოჯახში შემავალი ქვეწარმავალის შესახებ, იხილეთ პელამიდა. |
სწრაფი ფაქტები პელამიდა, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
პელამიდა | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Sarda sarda | ||||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||||
![]() IUCN 3.1 Least Concern : 155096 | ||||||||||||
|
დახურვა