Sapere aude
From Wikipedia, the free encyclopedia
Sapere aude (გამოითქმის „საპერე ოუდეი“) — ლათინური გამოთქმა, რომელიც ნიშნავს „გაბედე იყო ბრძენი“, უფრო ზუსტად კი „გაბედე იცოდე“. პირველად გამოიყენა რომაელმა პოეტმა ჰორაციუსმა, თუმცა პოპულარული განმანათლებლობის პერიოდში, გერმანელი ფილოსოფოსის იმანუელ კანტის ესეს — „რა არის განმანათლებლობა?“ წყალობით გახდა. კანტი Sapere aude-ს მთელი განმანათლებლობის პერიოდის დევიზად მიიჩნევს და განმანათლებლობის ცნების განმარტებაშიც იშველიებს.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/cf/Sapere_avde.jpg/320px-Sapere_avde.jpg)
გამოთქმის თავდაპირველი გამოყენება უნდა ეკუთვნოდეს რომაელ პოეტ ჰორაციუსს, რომელიც ეპისტოლეების პირველ წიგნში წერს: dimidium facti qui coepit habet: sapere aude, incipe („მან ვინ დაიწყო, საქმის ნახევარი ამით გააკეათა. გაბედე დაიწყო!“).[1] შეიძლება ასევე ითარგმნოს როგორც „გაბედე იყო ბრძენი“.
კანტის თავის ესეში პასუხი კითხვაზე: რა არის განმანათლებლობა? გამოთქმას Sapere aude იყენებს განმანათლებლობის ცნების განსამარტად. მიშელ ფუკო 1984 წელს კანტის ესსეს საპასუხო წერილში, ეთანხმება რა კანტს მრავალ დებულებაში, უარყოფს Sapere Aude კონცეფციით მართული პოლიტიკური საზოგადოების იდეას.