![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/91/Sn2006gy_CHANDRA_x-ray.jpg/640px-Sn2006gy_CHANDRA_x-ray.jpg&w=640&q=50)
SN 2006gy
From Wikipedia, the free encyclopedia
SN 2006gy — განსაკუთრებით მძლავრი ზეახალი ვარსკვლავი, ზოგჯერ მოხსენიებული როგორც ჰიპერახალი ან კვარკული ახალი ვარსკვლავი,[1] რომელიც 2006 წლის 18 სექტემბერს იქნა აღმოჩენილი. პირველი დამკვირვებლები იყვნენ რ. კუიმბი და პ. მონდოლი,[2][3] შემდეგ კი — ასტრონომთა რამდენიმე ჯგუფი ჩანდრას, ლიკისა და კეკის ობსერვატორიებიდან.[4][5] 2007 წლის 7 მაისს ნასამ და რამდენიმე ასტრონომმა ამ ზეახალი ვარსკვლავის პირველი დეტალური ანალიზი გამოაქვეყნეს, უწოდეს რა მას „ოდესმე დაფიქსირებული ყველაზე კაშკაშა ციური აფეთქება“.[6] 2007 წლის ოქტომბერში კუიმბიმ გამოაცხადა, რომ SN 2005ap ზეახალმა ვარსკვლავმა SN 2006gy-ის რეკორდი, ოდესმე დაფიქსირებული ყველაზე კაშკაშა ზეახალი ვარსკვლავი, ჩამოართვა.[7] ჟურნალმა ტაიმმა SN 2006gy-ის აღმოჩენას მესამე ადგილი არგუნა სიაში „2007 წლის ათი უდიდესი მეცნიერული აღმოჩენა“.[8]
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/91/Sn2006gy_CHANDRA_x-ray.jpg/640px-Sn2006gy_CHANDRA_x-ray.jpg)