From Wikipedia, the free encyclopedia
s-კვარკი, უცნაური კვარკი (ინგლ. Strange quark < Strange — „უცნაური“; აღნიშვნა: s) — ფუნდამენტური ელემენტარული ნაწილაკი, კვარკი. შედის ფერმიონების მეორე თაობის ჯგუფში, აქვს მუხტი +(2/3)e.
ინგლ. Strange quark | |
---|---|
კაონის სტრუქტურა შემდგარი ერთი u-ანტიკვარკისა და ერთი s-კვარკისაგან | |
შემადგენლობა | ფუნდამენტური ელემენტარული ნაწილაკი |
ოჯახი | ფერმიონი |
ჯგუფი | კვარკი |
თაობა | მეორე |
მონაწილეობს ურთიერთქმედებებში | ძლიერი, სუსტი, ელექტრომაგნიტური, გრავიტაციული |
სიმბოლო | s |
ანტინაწილაკი | s-ანტიკვარკი (s) |
თეორიულად დაამტკიცა |
მიურეი გელ-მანი (1964) ჯორჯ ცვაიგი (1964) |
აღმოჩენილია | SLAC (1968) |
მასა | მევ/c² |
იშლება | u-კვარკი |
მუხტი | |
მუხტის ფერადობა | r, g, b |
სპინი | |
სუსტი იზოსპინი | LH: , RH: 0 |
სუსტი ჰიპერმუხტი | LH: , RH: |
როგორც ყველა კვარკი, ის მონაწილეობს ოთხივე სახის ურთიერთქმედებაში: ძლიერში, სუსტში, ელექტრომაგნიტურსა, გრავიტაციულში. ცოდნის ამჟამინდელ დონეზე, s-კვარკი არის უსტრუქტურო ნაწილაკი, ანუ ფუნდამენტური, ისევე როგორც სხვა კვარკები და ლეპტონები.
მიუხედავად იმისა, რომ პირველი უცნაური ნაწილაკი (კაონი) აღმოაჩინეს 1947 წელს, თავად უცნაური კვარკის (და u- და d-კვარკების) არსებობა მხოლოდ 1964 წელს დაადგინეს მიურეი გელ-მანმა და ჯორჯ ცვაიგმა, რათა აეხსნათ ჰადრონის კლასიფიკაციის რვაჯერადი გზა. კვარკების არსებობის პირველი მტკიცებულება 1968 წელს მიღებულ იქნა სტენფორდის ხაზოვანი ამაჩქარებლის ცენტრში ღრმა არაელასტიური გაფანტვის ექსპერიმენტების შედეგად. ამ ექსპერიმენტებმა დაადასტურა u- და d-კვარკებისა და ასევე უცნაური კვარკების არსებობა, რადგან მათი არსებობა აუცილებელი იყო „რვამაგი გზის“ თეორიის ასახსნელად.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.