From Wikipedia, the free encyclopedia
„აკვიტანია“ (ინგლ. RMS Aquitania) — ბრიტანული სამგზავრო ლაინერი, კომპანია „Cunard Line“-ის საკუთრება. მისი პროექტი შემუშავდა „მავრიტანიის“ პროექტის საფუძველზე, თუმცა „აკვიტანია“ მასზე დიდი, ნელი და მდიდრული იყო. ითვლება ერთ-ერთ ულამაზეს ოთხსაკვამურიან სამგზავრო ლაინერად.
სახელი: | RMS Aquitania |
მფლობელი: |
1914–1934: Cunard Line 1934–1948: Cunard White Star Line 1948–1950: Cunard Line |
პორტი: | ლივერპული, გაერთიანებული სამეფო |
მარშრუტი: |
საუთჰემპტონი — ნიუ-იორკი (1914) (1920–1939) (1945–1948) საუთჰემპტონი — ჰალიფაქსი |
მშენებელი: | John Brown & Company |
ჩაეშვა: | 21 აპრილი, 1913 |
მოინათლა: | 21 აპრილი, 1913 |
პირველი გაცურვა: | 30 მაისი, 1914 |
არააქტიური: | 1950 წლიდან |
„აკვიტანია“ ერთადერთი სამგზავრო ლაინერია, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ორივე მსოფლიო ომში. გამოიყენებოდა როგორც საზღვაო ჰოსპიტალი და მებრძოლთა ტრანსპორტი.
„აკვიტანიის“ გეგმა შექმნა ლეონარდ პესკეტმა. გემი ააგო John Brown & Company-მა შოტლანდიის ქალაქ კლაივლანდში. წყალში ჩაეშვა 1913 წლის 21 აპრილს.[1] პირველი მოგზაურობა თავის ძირითად მარშრუტზე დაიწყო 1914 წლის 30 მაისს. „აკვიტანია“ Cunard Line -ის დიდი ტრიოს მესამე გემს წარმოადგენდა RMS Mauretania-ისა და RMS Lusitania-ის შემდეგ, და იყო უკანასკნელი მოღწეული ოთხსაკვამურიანი ლაინერი.[2]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.