Prototype (ქართ. პროტოტიპი) — Radical Entertainment-ის მიერ შექმნილი მოქმედებითი თამაში. თამაში პირველად გამოქვეყნდა სამხრეთ ამერიკაში 2009 წლის, 9 ივნისს, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ დასავლეთ ნაწილსა და ოკეანიაში 10 ივნისს. ევროპაში ის გამოქვეყნდა 12 ივნისს. თამაში შესაძლებელია, Microsoft Windows, Xbox 360 და PlayStation 3 პლათფორმებზე.

სწრაფი ფაქტები შემქმნელი, გამომქვეყნებელი ...
Prototype/პროტოტიპი
Thumb
ACTIVISION
შემქმნელი Radical Entertainment
გამომქვეყნებელი Activision
ძრავა Titanium
პლატფორმა PlayStation 3
Xbox 360
Microsoft Windows
გამოქვეყნების თარიღი

სა 2009, 9 ივნისი
ევ 2009, 12 ივნისი

ავს 2009, 9 ივნისი
ჟანრი მოქმედებითი-სათავგადასავლო
რეჟიმი ერთმოთამაშიანი
რეიტინგი

BBFC: 18
ESRB: M
OFLC: MA 15+

PEGI: 18+
მედია Blu-ray დისკი, DVD, გადმოწერვადი
საჭირო აქსესუარები Sixaxis, ან DualShock 3, ან Xbox 360 ჯოისტიკი, ან კლავიატურა და თაგუნა
დახურვა

თამაში მიმდინარეობს ნიუ იორკში, სადაც ამერიკის სამხედრო ძალა ცდილობს დავირუსებული მოსახლეობის განადგურებას. ისტორიის პროტაგონისტი არის ალექს მერსერი, რომელსაც გააჩნია მტრის განადგურების სხვადასხვა ძალები. მას შეუძლია მიიღოს სხვისი მახსოვრობა, გამოცდილება, ბიომასა და ფსიქიკური ფორმა, მტრის ზურგში შეუმჩნევლად შეღწევისათვის. ალექსს ასევე გააჩნია შეტევის, დაცვისა და სენსორული ზრდის სპეციალური ფორმები. ყველაფერი ეს მოთამაშეს საშუალებას აძლევს არაერთგვაროვნად მართოს თამაშის სიუჟეტი და ასევე არაერთგვაროვნად დაამთავროს იგი.

ისტორია

ალექს მერსერი დაიღუპა GENTEK-თან, დოქტორ რეიმონდ მაქმალენის მეთაურობით შექმნილი Black Light Virus-ის ნიმუშის მოპარვისას. ის მოკლულ იქნა Black Watch ოპერატიული მუშაკის მიერ. ძირს დაცემისას მას გაუტყდა ვირუსის შემცველი კონტეინერი. ვირუსმა, რომელმაც შეაღწია ალექსის ცხედარში, გააცოცხლა იგი და მისი უჯრედები გამოიყენა ზეადამიანური ძალის შესაქმნელად. მას შემდეგ რაც ალექსი „დაიღუპა“, მისი ცხედარი GENTEK-ის მორგში გადაიტანეს. ტექნიკურად ალექს მერსერი აღარ არსებობს, ის უკვე Black Light Virus-ია, რის გამოც სამხედროები მას ალექსს აღარ ეძახდნენ. მისი კოდური სახელია - ზევსი.

თამაშში მოქმედება მიმდინარეობს ნიუ იურკში. ქალაქი დავირუსებულია უცნობი ვირუსით, რომელიც მოსახლეობას მუტანტებად აქცევს. ალექს მერსერი გონზე მოდის მიწისქვეშა საიდუმლო მორგში. მას არაფერი ახსოვს თავისი განვლილი ცხოვრებიდან, გარდა საკუთარი სახელისა. მორგიდან გაქცევის შემდგომ ის ნიუ იურკის ქუჩებში ხვდება, რომელიც მუტირებული ადამიანების წინააღმდეგ, ამერიკის სამხედრო ძალების, Black Watch დივიზიის მოქმედებების ქაოსშია ჩაფლული. მალე მერსერი აღმოაჩენს, რომ მას შეუძლია მიიღოს ყველა თავისი მსხვერპლის ფორმა, მახსოვრობა და ცოდნა. ამ შესაძლებლობის გამოყენებით ალექსი სცდილობს გაარკვიოს თუ რა მოხდა მის თავს და ვინ არის დამნაშავე ქალაქის დავირუსებაში.

ალექსის უმცროსი და დანა თავისი ჟურნალისტური განათლებით, ალექსს ეხმარებოდა სხვადასხვა კვლევების წარმოდგენაში. ის თამაშის დასაწყისში ინფორმატორის როლს ასრულებს. მოგვიანებით მას გაიტაცებს „ლიდერი მონადირე“. დანას ალექსის მიერ განთავისუფლების შემდგომ ის მიდის ალექსის მოკავშირესთან, დოქტორ რეგლანდთან. ამის შემდგომ გაურკვეველია რა გადახდა მის თავს.

ალექსს თამაშის დასაწყისში ეხმარება თავისი ყოფილი შეყვარებული კარენ პარკერი, მაგრამ შემდგომ ირკვევა რომ ის მუშაობს Blackwatch-ზე, რის შემდეგადაც ის ქრება ქალაქიდან.

თუ თქვენ ბოლომდე გახვალთ თამაშში, მაშინ ბოლო სცენაში თქვენ მიხვალთ განსაზღვრულ ადგილას,სადაც ბოლომდე გაირკვევა კარენის ხრიკები. თუმცა ბოლოს მაინც უცნობად რჩება მისი ბედი.

პერსონაჟები

Thumb
მუტანტი ალექს მერსერი
Thumb
უზენაესი მონადირე

დოქტორი ალექსანდრე ჯ. მერსერი/კოდური სახელი ზევსი

მთავარი პერსონაჟი, ცნობილი როგორც ალექს მერსერი. მას იმის გარდა რომ შეუძლია თავისი მსხვერპლის ფორმის მიღება, ასევე გააჩნია ზეადამიანური ძალა, სიმარჯვე, სიჩქარე და ინტელექტი. ასევე ის თითქმის არ ემორჩილება გრავიტაციის კანონებს.

დანა ა. მერსერი

ალექსის უმცროსი და. ის თავისი ძმის გზას გაყვა და ოცნებების ასასრულებლად ადრეულ ასაკში გაიქცა სახლიდან. ის თავისი ჟურნალისტური განათლებით, ალექსს ეხმარებოდა სხვადასხვა კვლევების წარმოდგენაში.

კარენ პარკერი

GENTEK-ის მკვლევარი და ალექსის ყოფილი შეყვარებული.

დოქტორი ბრედლი რეგლანდი

ექიმი, რომელმაც ალექსი გასინჯა, მანამ სანამ მასში გაიღვიძებდა ზეადამიანური ძალები. ის არის ალექსის ერთ-ერთი მოკავშირე.

დოქტორ რეიმონდ მაქმალენი

GENTEK-ის ლაბორატორიისა და მასში მიმდინარე კვლევების მეთაური. მას დიდი წვლილი მიუძღვის აიდაჰოს შტატში მიმდინარე მოვლენებში.

სპეციალისტი/კაპიტანი ქროსი

Blackwatch-ის საუკეთესო მებრძოლი. მას დავალებული აქვს ალექსის მოკვლა. მას არაფერი აკვირვებს ბიოლოგიურ ომში. მას ყველაფერი აქვს ნანახი და საბოლოო ჯამში ის შეუბრალებელი ადამიანია. ის კარგადაა აღჭურვილი მსგავსი ინფექციისაგან თავის დასაცავად, ასევე მთავარი პერსონაჟისაგან თავის დასაცავად. თამაშის ბოლოს ირკვევა რომ ქროსი შთანთქმულ იქნა „უზენაესი მონადირის“ მიერ.

ელიზაბეთ გრინი/კოდურისახელი: დედა

ეს პერსონაჟი არის მომხდარი ინცინდენტის შემდგომ ერთად-ერთი გადარჩენილი. ის შეპყრობილი იყო Blackwatch-ის მიერ და მოგვიანებით გადაყვანილ იქნა GENTEK -ში. ინცინდენტის დროს ის ფეხმძიმედ იყო. მოგვიანებით მან უპრობლემოდ იმშობიარა. ის ინფიცირებულა, ხოლო მის შვილს, პარიას კი რაღაც სხვა სჭირს.

გეიმპლეი

თამაშში ქმედება მიმდინარეობს ნიუ იორკში, მანჰეტენზე. აქ მოთამაშეს შეუძლია სხვადასხვა მიმდევრობითა და ხელმისაწვდომი შესაძლებლობებით შეასრულოს, როგორც სიუჟეტური, ასევე დამატებითი მისიები. სათამაშო არეში ორიენტაციისათვის არსებობს რუკა , რომელზეც დატანილია ყველა ხელმისაწვდომი მისია, ასევე მუტანტებისა და სამხედროების სტრატეგიული წერტილები.

„Prototype-ში“ შესაძლებელია პერსონაჟის ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარება. განვითარება ხდება თამაშის მსვლელობისას მოგროვებული ქულებით. ზოგჯერ სხვადასხვა შესაძლებლობების შეძენა ხდება სიუჟეტური მისიების შესრულების შემდგომ.

გეიმპლეის მთავარ შესაძლებლობად მიჩნეულია ის, რომ პერსონაჟს შეუძლია შეიცვალოს სხეულის ფორმა. თამაშში ეს შესაძლებლობა ითვლება საუკეთესო იარაღად. მერსერს შეუძლია თავისი ხელების უროებად, მჭრელ თითებად, ხმლად, მათრახად და ფარად გადაქცევა. ალექსს შეუძლია გაიძლიეროს მუსკულები, რათა ასწიოს და ისროლოს მძიმე საგნები. ასევე მას შეუძლია კანის ბრონად გადაქცევა. ამასთან მთავარ გმირს შეუძლია დაინახოს ყველაფერი სიბნელეში და გაარჩიოს ინფიცირებული და ჯანმრთელი ადამიანები.

საკუთარი ძალისა და ტანის გარდა, მერსერს მტრის წინააღმდეგ შეუძლია გამოიყენოს ავტომატური იარაღი და სარაკეთო დანადგარები.

ასევე თამაშში შესაძლებელია ვერტმფრენის, ტანკისა და ჯავშანმანქანის ტარება.

ინტერაქტიულობა

თამაში საკმაოდ დინამიურია. მოთამაშეს შეუძლია ასწიოს და ისროლოს მანქანები, ყუთები, რაკეტები და ვერტმფრენებიც კი.... ასევე მოთამაშეს შეუძლია ბაკების აფეთქება, ინფიცირებული სახლების დანგრევა. შესაძლებელია ხეების და გარე განათების მოგლეჯვა. ეს ყველაფერი საშუალებას გვაძლევს არაერთგვაროვნად შევასრულოთ მისიები.

საინტერესო

მთლიანად თამაშის სიუჟეტი საკმაოდ საინტერესოა. იმდენად საინტერესოა ისტორიის დასასრული რომ მოთამაშე დროის სვლას ვერ გრძნობს.

თამაშში ასევე ჩაშენებულია საინტერესო, არასიუჟეტური მისიები.

საინტერესოა ნიუ იორკის უმაღლესი შენობების მწვერვალების დაპყრობა(თუმცა უმეტეს შემთხვევაში ეს საკმაოდ ძნელია).

შენიშვნა

  • თამაშში გვევლინება სამი ერთმანეთთან დაპირისპირებული მხარე:
  • მუტირებული ადამიანები
  • სამხედრო ძალები
  • ...და ალექს მერსერი
  • თავდაპირველად უმჯობესია მოძრაობისა და გადარჩენის მოდერნიზაცია
  • უმჯობესია უპირველეს ყოვლისა ფავორიტი ძალის გაუმჯობესება

სისტემური მოთხოვნილებები

ოპერაციული სისტემა საჭიროა მინიმუმ Windows XP/Vista
პროცესორი Intel® Core™ 2 Duo 1.86 GHz

AMD Athlon™ 64 X2 4000+

ოპერატიული მეხსიერება 1 გბ(XP)

2 გბ(Vista)

მყარი დისკის მოცულობა 8 გბ (პლუს 500მბ დამატებითი ფაილებისათვის.)
მედია Blu-Ray დისკი, ან DVD
ვიდეო კარტა DirectX 9.0c მხარდამჭერი ვიდეო კარტა, 256 მბ 3D ასელატორი (NVIDIA 7800GT/ATI® Radeon™ X1800 256 მბ) ასევე Pixel Shader 3.0 უზრუნველყოფით
ხმის მოწყობილობა 100% DirectX 9.0c მხარდამჭერი კარტა
აქსესუარები კლავიატურა და თაგუნა

რესურსები ინტერნეტში

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.