Prototype
From Wikipedia, the free encyclopedia
Prototype (ქართ. პროტოტიპი) — Radical Entertainment-ის მიერ შექმნილი მოქმედებითი თამაში. თამაში პირველად გამოქვეყნდა სამხრეთ ამერიკაში 2009 წლის, 9 ივნისს, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ დასავლეთ ნაწილსა და ოკეანიაში 10 ივნისს. ევროპაში ის გამოქვეყნდა 12 ივნისს. თამაში შესაძლებელია, Microsoft Windows, Xbox 360 და PlayStation 3 პლათფორმებზე.
ACTIVISION | |
შემქმნელი | Radical Entertainment |
---|---|
გამომქვეყნებელი | Activision |
ძრავა | Titanium |
პლატფორმა |
PlayStation 3 Xbox 360 Microsoft Windows |
გამოქვეყნების თარიღი |
სა 2009, 9 ივნისი |
ჟანრი | მოქმედებითი-სათავგადასავლო |
რეჟიმი | ერთმოთამაშიანი |
რეიტინგი | PEGI: 18+ |
მედია | Blu-ray დისკი, DVD, გადმოწერვადი |
საჭირო აქსესუარები | Sixaxis, ან DualShock 3, ან Xbox 360 ჯოისტიკი, ან კლავიატურა და თაგუნა |
თამაში მიმდინარეობს ნიუ იორკში, სადაც ამერიკის სამხედრო ძალა ცდილობს დავირუსებული მოსახლეობის განადგურებას. ისტორიის პროტაგონისტი არის ალექს მერსერი, რომელსაც გააჩნია მტრის განადგურების სხვადასხვა ძალები. მას შეუძლია მიიღოს სხვისი მახსოვრობა, გამოცდილება, ბიომასა და ფსიქიკური ფორმა, მტრის ზურგში შეუმჩნევლად შეღწევისათვის. ალექსს ასევე გააჩნია შეტევის, დაცვისა და სენსორული ზრდის სპეციალური ფორმები. ყველაფერი ეს მოთამაშეს საშუალებას აძლევს არაერთგვაროვნად მართოს თამაშის სიუჟეტი და ასევე არაერთგვაროვნად დაამთავროს იგი.