PlayStation Network
From Wikipedia, the free encyclopedia
PlayStation Network (შემოკლებით PSN) — ციფრული მულტიმედიური კონტენტის გადმოტვირთვების სერვისი, რომლის პროვაიდერია Sony Interactive Entertainment. გაეშვა 2006 წლის ნოემბერში. თავდაპირველად შეიქმნა PlayStation-ის სათამაშო კონსოლებისთვის (PlayStation 4, PlayStation 3 და PlayStation Vita), მაგრამ სულ მალე მოპოვა სმარტფონების, ტაბლეტების, Blu-ray პლეირებისა და მაღალი გარჩევადობის ტელევიზიების მხარდაჭერა. 2014 წელს PlayStation Portable-ს შეუწყდა PlayStation Network-ის მხარდაჭერა. 2016 წლის წლის აპრილში მსოფლიოს მასშტაბით PlayStation Network-ის დარეგისტრირებულ მომხმარებელთა რაოდენობა დაახლოებით 110 მილიონს ითვლიდა, ხოლო 2018 წლის ნოემბრის მონაცემით სერვის ჰყავს ყოველთვიურად აქტიური 90 მილიონზე მეტი მომხმარებელი.[2] სერვისი ხელმისაწვდომი 73 ქვეყანაში.[3]
PlayStation Network | |
---|---|
ტიპი | ონლაინ-სერვისი |
გაშვების თარიღი | 11 ნოემბერი, 2006; 17 წლის წინ (2006-11-11) |
პლატფორმა |
სათამაშო და პორტატიული კონსოლები სოციალური მოწყობილობები
|
წევრები | 90 მილიონი აქტიური წევრი თვეში (2018)[1] |
საიტი | ოფიციალური საიტი |